უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის V კვირის „ღამისთევის“ მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან) (ჴმა V).

- აღმოსავლური - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- ღირსისა - 4 მუხლი (პირველი მუხლი 2-გზის, ტრიოდიონიდან) (ჴმა VI).

„დიდება“ ღირსისა: „ჰოი საკვირველი ქრისტე...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა IV).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ზღვასა მას ზედა მეწამულსა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ (ტაძრის მუხლის მიხედვით).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ ღირსისა: „სულისა საფრთხენი...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა VII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შევრდომილნი საფარველსა...“ (ჴმა VII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ჴმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „თანა-დაუსაბამოსა...“ - 2-გზის (ჴმა V).

„დიდება“ ღირსისა: „შენ შორის საკვირველო...“ (ჴმა VIII) (ჟამნიდან).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“; „ჰოი მოწაფენო...“ და სხვანი.

_ იპაკო (პარაკლიტონიდან) (ჴმა V).

_ ანტიფონები (პარაკლიტონიდან) (ჴმა V).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე“ (ჴმა V).

მუჴლი: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის) (პარაკლიტონიდან).

II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (პარაკლიტონიდან).

III კანონი - მარხვანისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).

IV კანონი - ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა...“

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

-კონდაკი და იკოსი - ღირსისა.

- წარდგომა ღირსისა: „განცხრომასა ყოველთა...“ (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ზეცისა ბჭესა და კიდობანსა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - აღდგომისა (ჴმა V).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II) (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ ღირსისა: „სახედ სინანულისად...“

„აწ და“ მისივე: „სიტკბოებაო ანგელოზთაო...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 9 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- აღმოსავლური - 4 მუხლი.

ჩასართავი: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო...“

- დასდებელი მარხვანისა: „არა არს სასუფეველი...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა I).

„დიდება“ იგივე;

„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VI).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

_ ტროპარი - კენტი ხმისა.

 

I ჟამზე:

„დიდება“ „აწ და“ - გერი II სახარებისა.

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა V) და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა V) და ღირსისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა V) და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მიმდინარე ხმის - 8 მუხლი (პარაკლიტონიდან), თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ღირსისა;

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა.

„აწ და“ - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და ღირსისა.

სახარება და სამოციქულო - დღისა და ღირსისა.

განიცადე _ კვირისა და ღირსისა.

წარდგომა (ჴმა V): „შენ უფალო, მიცევ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე“.

მუხლი: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან“.

წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

ალილუია (ჴმა V): „წყალობათა შენთა უფალო, უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა პირითა ჩემითა“.

მუხლი: „რამეთუ ვსთქუ, უკუნისამდე წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი“.

ალილუია (ჴმა VI): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება: „შენდამი იხარებს მიმადლებულო...“