უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ მწუხრი.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლის - - - - მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის VI შვიდეულის სამშაბათი.

შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

დიდი სერობა:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.

- „დიდება“ „აწ და“.

- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.

- „დიდება“ „აწ და“.

- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.

_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

და შემდგომი ჟამნიდან.

შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.

დასასრული:

_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ მედავითნე: „დიდება“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.

_ მედავითნე: „აწ და“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“

_ გუნდი: „დიდება“.

_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“

_ გუნდი: „აწ და“.

_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“

- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.

- მრწამსი.

_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.

I „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ტროპარები: „განანათლენ თვალნი ჩემნი...“

„დიდება“ – „შემწე სულისა ჩემისა...“

„აწ და“ – „რამეთუ არა მაქუს ჩვენ...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“

II ნაწილი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.

- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“

II „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“

„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“

„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“

III ნაწილი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

- ფსალმუნი: 69-ე და 142-ე.

- დიდებამაღალიანი.

-კანონი: ღმრთისმშობლისა (მიმდინარე ხმისა პარაკლიტონიდან) და წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა; (ხს. ძვ. სტ-ით 29 აპრილ).

_ გუნდი: „ღირს არსი“.

_ მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები თავისი „დიდება“ „აწ და“-თი, იმ წმიდისა, რომლის საცისკრო კანონი წაკითხული სერობაზე, ამ შემთხვევაში წმიდისა და ყოვლადქებულისა მოც. ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა.

III „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- ტროპარი: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-2 მუხლი: „აქებდით მას ძლიერებითა მისითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-3 მუხლი: „აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-4 მუხლი: „აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-5 მუხლი: „აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: „დიდება“ – „უფალო არა თუმცა წმიდანი შენნი...“

„აწ და“ – „აურაცხელ არიან სიმრავლენი...“

- „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო...“

- „ყოველი სასოებაი ჩემი...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“

_ გუნდი: ამინ.

_ მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

 ბოლო „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.

_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს ჩამოლოცვას: „მეუფეო მრავალმოწყალეო...“. ამ დროს ტაძარში მდგომარენი მოიდრეკენ მუხლს.

_ გუნდი: ამინ.

 

ცისკრის ჟამი:

_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე V ჴმაზე).

ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა V) - წესისამებრ.

_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა V) (იხ. მარხვანი გვ. 598).

_ წარდგომები შემდგომად II და III სტიქოლოგიებისა - მარხვანიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ტომი, გვ. 20.

I გალობა

კანონი მოწამეთა - ძლისპირი + 4 მუხლი.

II გალობა

სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირით).

შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.

III გალობა

კანონი მოწამეთა - 4 მუხლი + ძლისპირი.

შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

IV გალობა

კანონი მოწამეთა - ძლისპირი + 4 მუხლი.

V გალობა

კანონი მოწამეთა - ძლისპირი + 4 მუხლი.

VI გალობა

კანონი მოწამეთა - 4 მუხლი + ძლისპირი.

შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მოწამეთა კანონის ძლისპირი.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: „ვარსკვლავი ელვარე...“ (საზოგადო) (ჴმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

VII გალობა

კანონი მოწამეთა - ძლისპირი + 4 მუხლი.

VIII გალობა

კანონი მოწამეთა - 6 მუხლი (ძლისპირით).

სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

IX გალობა

კანონი მოწამეთა - 6 მუხლი (ძლისპირით).

სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა V) - წესისამებრ (ჟამნიდან).

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „შენ გევედრებით დედასა...“

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 2-გზის.

- „ტაძარსა ამას...“ (ჟამნიდან).

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“

- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).

_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

 

შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:

_ დავითნის კანონები: I ჟამზე - მე-13. III ჟამზე - მე-14. VI ჟამზე - მე-15. IX ჟამზე - მე-16.

_ VI ჟამზე: ღმრთისმშობლის მუხლებს შორის იკითხება ტროპარი, წარდგომა და საწინასწარმეტყველო ეს. XLIX, 6-10. მარხვანიდან.

_ შემდგომად ასამაღლებელისა: „ღმერთო მიწყალენ ჩუენ...“ აღესრულება ღირ. ეფრემ

ასურის ლოცვა 16 მეტანიით, ხოლო IX ჟამზე 3 მეტანიით.

 

სადილის ჟამი:

_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).

- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).

„დიდება“ - იგივე ჩასართავი.

„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

- „მოვედით მისსა და განათლდით...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“

„აწ და“ - მრწამსი.

- „გვიხსენ, გვილხინე...“

_ „მამაო ჩვენო“.

_ წაიკითხება კონდაკები:

თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

- კონდაკები - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა;

- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

- კონდაკები - შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა;

- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწ და“ - ტაძრისა.

თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:

- კონდაკები - შვიდეულის დღისა;

- ტაძრის წმიდისა;

- რიგის წმიდისა;

- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

შენიშვნა: დიდმარხვაში კონდაკი „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ არ იკითხება.

_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „რიგითი კანონი“ - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებელნი - 6 მუხლად:

- დღისა - 3 მუხლი (მარხვანიდან) (ხმა II).

- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიადნ) (ჴმა IV).

„დიდება“ მღვდელმოწამისა: „სამღვდელოთა კვართითა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ საწინასწარმეტყველო - 2 - შესქ. XXXI, 3-16. იგავ. XXI, 3-21.

- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „დასაბამი სიბრძნისა შიში...“ (ხმა IV).

- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „მოწყალე და შემწყნარებელ...“ (ხმა VI).

_ „ღირს მყუენ...“ (ჟამნიდან).

_ თხოვნითი კვერექსი.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონებაი შენი...“ (ჴმა III).

„აწ და“ მარხვანისა: „მახვილმან განვლო გული...“ (ჴმა V).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).

- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“

- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“

- „მოწყალებასა შენსა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“

- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო, ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

_ მედავითნე: ლოცვა: „წმიდაო სამებაო, ერთარსებაო...“ (ჟამნიდან).

_ გუნდი: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ...“ - 3გზის.

_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“ - 33-ე ფსალმუნი (ბოლომდე).

_ დიაკონი: სიბრძნით (არ გაიღება აღსავლის კარი).

_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.

_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.

_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას რომელზეც მოიხსენებს მომდევნო დღის (ძვ. სტ. 11 აპრილის) წმიდანებს.

_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.