უკან დაბრუნება

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, პარიის ეპისკოპოსისა (დაახ. 754);

ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII) - როდესაც ხატმბრძოლობის ერესი წარმოიშვა, წმიდა ბასილი მხნედ გამოვიდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად და უარი განაცხადა ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც მათ განადგურებას ითვალისწინებდა. წმიდა ეპისკოპოსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ერეტიკოსებთან და თავის ეპარქიაში არ უშვებდა მათ. სარწმუნოების ერთგულებისთვის მან მრავალი დევნა, შიმშილი, სიღატაკე დაითმინა და სიცოცხლის ბოლომდე წმიდად იცავდა მართლმადიდებელ დოგმატებს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.