უკან დაბრუნება

მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა: ქარიესისა, ნიკეასი, გალინასი, კალისასი, ნუნექიასი, ბასილისასი, თეოდორასი, ირინასი და სხვათა (258).

წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი - აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.