უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლის - - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: კვირაცხოვლობისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I)

- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა I)

„დიდება“ მოციქულისა: „მოვედით ზეცისა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელი ბჭეთა...“ (ჴმა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დიდი (ხმა VII): „ვინ არს ღმერთი დიდ...“ (თავისი მუხლებით) (ზატიკიდან).

_ საწინასწარმეტყველო - მოციქულისა - 3 (საზიარო თვენიდან).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მოციქულისა: „ქრისტესა შეუდეგ...“ (ჴმა I) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ დღესასწაულისა: „შემდგომად რვისა...“ (ხმა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულ იქმენ რჩეულ...“ (ჴმა III).

„დიდება“„აწ და“

ტროპარი კვირაცხოვლობისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).

 

დიდი ცისკრი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VII ჴმაზე).

ტროპარი კვირაცხოვლობისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 2-გზის.

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულ იქმენ რჩეულ...“ (ჴმა III).

„აწ და“ კვირაცხოვლობისა: „დაბეჭდულით საფლავით...“

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულისა (სადღესასწაულოდან).

„დიდება“ „აწ და“- დღესასწაულისა (ზატიკიდან).

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „საღმრთოთა სიტყუათა...“ 2-გზის. (სადღესასწაულოდან).

„დიდება” „აწ და“ მისივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „შენ უფალო ძალთაო...“ (საზიარო თვენიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (ზატიკიდან).

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (სადღესასწაულოდან).

_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან).

- წარდგომა მოციქულისა: „მაღლისა ცისკრითა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ვითარცა შორის...“ (ხმა VI).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი მოციქულისა (სადღესასწულოდან) (ჴმა III).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მოციქულისა: „უგალობდეთ იაკობს...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ კვირაცხოვლობისა: „დღეს არე სუნნელებითა...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).

- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა I) (სადღესასწაულოდან).

„დიდება“ მოციქულისა: „ყოვლად ბრძენო...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ კვირაცხოვლობისა: „თომა რომელსა ერქუა...“ (იხ. ზატიკი, „აქებდითსა ზედა“ დასდებლების „აწ და“ - ს მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მოციქულისა: „მოციქულ იქმენ რჩეულ...“ (ჴმა III).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი კვირაცხოვლობისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: კვირაცხოვლობისა და მოციქულისა.

_ კონდაკები: კვირაცხოვლობისა და მოციქულისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- კვირაცხოვლობის I გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოციქულის III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - კვირაცხოვლობისა;

- ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის);

- მოციქულისა.

კონდაკები: - ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის);

„დიდება“ - მოციქულისა;

„აწ და“ - კვირაცხოვლობისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმის ყოფისა მისისა არა არს რიცხვი“.

მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმერთსა ჩვენსა, ტკბილ- ეყავნ მას ქება“.

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩვენისა“.

მუხლი: „რამეთუ ღმერთი დიდ-არს უფალი და მეუფე დიდ ყოველსა ქვეყანასა ზედა“.

ალილუია (ჴმა II): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო“ (მოციქულისა).

განიცადე: „აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.