საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამნი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლისა - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წმ. მეფისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი – მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „გიხაროდენ, ღირსო მამაო...“ (ჴმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო, მიუახლებელითა...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „უხორცოთა განწყობილსა...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „შეახე, თომას ეტყვის უფალი...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმთავრისა: „სუეტ იქმენ მართლმადიდებლობისა...“ (ხმა III).
„დიდება“„აწ და“
ტროპარი კვირაცხოვლობისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 2გზის.
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „სუეტ იქმენ მართლმადიდებლობისა...“ (ხმა III).
„აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მღვდელმთავრისა.
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1 გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მღვდელმთავრისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან).
- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთო ნათელი...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ვითარცა შორის მოწაფეთა...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
-კონდაკი მღვდელმთავრისა: „მართლმადიდებლობისა მოძღვრებანი...“ (ჴმა II)
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „გუერდთა ჩემთა...“ (ჴმა I).
„დიდება“ მღვდელმთავრისა: „ჭირთა შინა...“.
„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს არე სუნნელებითა...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- კვირაცხოვლობისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- მღვდელმთვარისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
„დიდება“ მღვდელმთვარისა: „შენ მწყემსო ჭეშმარიტო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „სადა იგი იყვნეს მოწაფენი...“ (ჴმა II)
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმთავრისა: „სუეტ იქმენ მართლმადიდებლობისა...“ (ხმა III).
„დიდება“„აწ და“
ტროპარი კვირაცხოვლობისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: კვირაცხოვლობისა და მღვდელმთავრისა.
_ კონდაკები: კვირაცხოვლობისა და მღვდელმთავრისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის V გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით);
- მღვდელმთავრის III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - კვირაცხოვლობისა;
- ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის);
- მღვდელმთავრისა.
კონდაკები: - ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის);
„დიდება“ - მღვდელმთავრისა;
„აწ და“ - კვირაცხოვლობისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმთავრისა.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი, და გულისხმისყოფისა მისისა არა არს რიცხვი“.
მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმრთისა ჩვენისა, ტკბილ-ეყავნ მას ქება“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უფალობდეთ უფალსა, ვღაღადებდით ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა“.
მუხლი (ჴმა IV): „რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი, და მეუფე დიდ ყოველსა ქვეყანასა ზედა“
ალილუია (ჴმა II): „მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე“.
განიცადე: „აქებ იერუსალიმ უფალსა, უგალობ ღმერთსა შენსა სიონ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.