უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლისა - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

შენიშვნა: საქართველოს ეკლესიის კალენდარში პირველად მითითებულია მოწამე საგდუხტ ქალწული, შემდეგ კი დიდმოწამე ირინე. ვფიქრობთ, უპირატესად უნდა აღსრულდეს დიდმოწამე ირინეს მსახურება.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა (კვირაცხოვლობისა) და ქალწულმოწამისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

შენიშვნა: ლიტურგისტები როცა განიხილავენ ზატიკის პერიოდში სადაგ დღესა და შაბათს მსახურებათა წეს-განგებას, ძირითადად შემოიფარგლებიან არასადღესასწაულო („მცირე წმიდის“ (I რანგი) და „ექვსიანის“ (II რანგი) ან სადღესასწაულო („სადიდებლიანი“ (IV რანგი) და „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურებების განხილვით. რაც შეეხება „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურების თავისებურებებს, მას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

ათთორმეტი დღესასწაულის შემდგომ პერიოდში მსახურებების თავისებურება განსხვავებულია ზატიკის პერიოდის, როგორც დღესასწაულის შემდგომი პერიოდის, თავისებურებებისაგან, რადგან აქ გარდა პასექის დღესასწაულისა გასათვალისწინებელია კერძო დღესასწაულთა (თომას კვირა, მენელსაცხებლე დედათა კვირა... განზოგება... და ა. შ.) შემდგომი პერიოდიც. ზემოთქმულის ფონზე წარმოვადგენთ ტიპიკონს, რომელიც ერთგვარად სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (Ãმა I).

შენიშვნა: ეს დასდებლები უშუალოდ თომას კვირის მწუხრისაა, თუმცა პარასკევს მწუხრად რიგზეც წერია.

- დიდმოწამისა ირინესი - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ დიდმოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „ყოვლისა სოფლისა...“ (ჴმა I).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ დიდმოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „კაცთმოყვარეო დიდ არს...“

შენიშვნა: „სტიქარონსა“-ზედა დასდებლები აღდგომისა „სადიდებლიან“ მსახურებაზეც ითქმის, შესაბამისად უფრო დაბალ რანგზეც (III რანგი) მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- ტროპარი დიდმოწამისა: „ტარიგი შენი იესო ირინე...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VII ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 2-გზის.

- „დიდება“ _ ტროპარი დიდმოწამისა: „ტარიგი შენი იესო ირინე...“ (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – დიდმოწამისა.

„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა (ზატიკიდან).

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ – 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დიდმოწამისა (ძლისპირის გარეშე) - 6 მუხლად (საზიარო თვენიდან).

შენიშვნა: დაბალი რანგის მსახურებებზე წმიდის სახ. ტაძრებში ტაძრის კანონიც ემატება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონთა აღსრულებისას უფრო მეტად „სადიდებლიანი“ მსახურებისთვის დამახასიათებელი მითითებით გვესარგებლა, თუმცა წმიდის კანონიდან მუხლთა რაოდენობა 6-მდე შევამცირეთ.

_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან).

- წარდგომა დიდმოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა... „

„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „ვითარცა შორის მოწაფეთა...“ (ჴმა VIII).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი დიდმოწამისა: "ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული...“ (ჟამნიდან)

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდა კის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ არ იგალობება.

_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „გუერდთა ჩემთა...“ (ჴმა I).

„დიდება“ დიდმოწამისა: „რომელი ღვაწლთა მიერ...“ (საზიარო თვენიდან).

„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს არე სუნნელებითა...“

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსაზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი.

- დიდმოწამისა - 3 მუხლი. (ჩასართავები „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებიდან).

„დიდება“ დიდმოწამისა: „რაჟამს იგი წინაშე... „

„აწ და“ დღესასწაულისა: „შემდგომად რვისა დღისა...“

შენიშვნა: ეს მითითება მსგავსია „სადიდებლიანი“ მსახურებისა, რადგან დაბალ რანგებზე „დიდებამაღალიანი“ არ იგალობება.

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დიდმოწამისა: „ტარიგი შენი იესო ირინე...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და დიდმოწამისა

_ კონდაკი: დღესასწაულისა და დიდმოწამისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- კვირაცხოვლობის IX გალობიდან - 4 მუხლი.

- დიდმოწამის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი თავისი „დიდება, აწ და“-თი.

შესვლად:

თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა.

- დიდმოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- დიდმოწამისა.

კონდაკები: - „დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- დიდმოწამისა.

კონდაკები: _ ტაძრისა;

- „დიდება“ - დიდმოწამისა;

,,აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და დიდმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და დიდმოწამისა.

წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი, და გულის-ხმის-ყოფისა მისისა არა არს რიცხვი“ (დღესასწაულისა).

მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმრთისა ჩვენისა, ტკბილ- ეყავნ მას ება“.

წარდგომა (ჴმა III): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უფალობდეთ უფალსა, ვღაღადებდით ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა“ (დღესასწაულისა).

მუხლი (ჴმა IV): „რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი,Dდა მეუფე დიდ ყოველსა ქვეყანასა ზედა“

ალილუია (ჴმა IV): მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“

განიცადე (დღესასწაულისა): „აქებ იერუსალიმ უფალსა, უგალობ ღმერთსა შენსა სიონ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტის არა ეშინოდის“.

ნაცვლად „ღირს არს-ისა, იგალობება ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს ...“ და ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...