უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და ღირ. მამათა.

_ კონდაკი: ღირ. მამათა.

 

დიდი მწუხრი:

მღვდელი: ასამაღ. – „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“

გუნდი: ამინ. „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით... - 3გზის.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).

- მოციქულისა - 5 მუხლი (ჴმა I).

„დიდება“ მოციქულისა: „ძესა მას ქუხილისასა...“ (ჴმა II)

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 მოციქულისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და მოციქულისა.

„დიდება“ მოციქულისა: „მიეყრდენ მკერდსა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „შიშით მოვიდეს...“ (ჴმა I) (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლების „აწ და“-ს მუხლი).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო ქრისტესო...“ (ჴმა VI).

„აწ და“ დღესასწაულისა: „რასათვის ნელსაცხებელსა...“ (ჴმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:

- ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო...“ (ჴმა II) 2-გზის.

- „ღმრთისმშობელო ქალწულო... 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ 1-გზის (ჴმა II).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფალვად...“ (ჴმა II).

„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო...“ (ჴმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა.

„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა: „მიეყრდენ რა მკერდსა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მოციქულისა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „ღმრთისმეტყველო ქალწულო...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა VIII).

- წარდგომა მოციქულისა: მკერდსა სიბრძნისასა...“ (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მირონი სულნელებისა...“ (ჴმა II).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი მოციქულისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მოციქულისა: „ძე ქუხილისა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დედანო ყურად-იღეთ...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები)

- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).

„დიდება“ მოციქულისა: „ღმრთისმეტყველო იოანე...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლენი დედანი...“ (ჴმა II) (იხ. „აქებდითა“ ზედა დასდებლების „აწ დას“ მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).

„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო...“ (ჴმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის IV გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოციქულის კანონის VI გალობის - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწდა“-თი.

შესვლად:

ტროპარები: - „შვენიერმან იოსებ...“

- „რაჟამს შთახედ საფლავად...“

- „მენელსაცხებლეთა დედათა...“

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- მოციქულისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - მოციქულისა.

„აწ და“- დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვირდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“.

წარდგომა (ჴმა VII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ჴმა VIII): „გთნდა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“.

მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.