უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VIII ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად.

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII) (ზატიკიდან).

- ღირსისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (საზიარო თვენიდან) (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა IV) (საზიარო თვენიდან).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მოითხოვა იოსებ...“ (ჴმა VI).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).

„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ვითარცა ლამპარი ელვარე იხილვებოდი უდაბნოსა, ქრისტეფორე, ღირსო მამაო, უცხოთა შეწყნარებითა, მშვიდობისმყოფელობითა, სინანულითა და უპოვარებითა, მქადაგებელად სჯულისა ჩუენ ქრისტიანეთასა და მონად სარწმუნოდ უფლისა, რომლისა წინაშე წარდგომილო აწ კადნიერებით, ევედრე მას სინანულისა მონიჭებად ჩუენ ყოველთათვის (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ 1-გზის (ჴმა II).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფალვად...“ (ჴმა II).

„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ვითარცა ლამპარი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა.

„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (ზატიკიდან).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).

_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „სურვილითა ქრისტესითა ფრთოვანქმნილი, ივლტოდი სოფლისაგან და განღებულსა ბჭესა სინანულისასა, უდაბნოსა მიიწიე, სადა იგი შრომისმოყუარებითა უდარესსა _ ხორცსა, უაღრესსა _ სულსა უმორჩილებდი, და სიღრმით სულისათ სულთ-ითქუმიდი ღმრთისა მიმართ, რომლისა მხედველმან მან, ნიჭითა საკვირველთმოქმედებისათა განგადიდა, ღირსო მამაო ქრისტეფორე, ევედრე მას სულთა ჩუენთათვის (ჴმა III)

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV) (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მირონი სულნელებისა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VIII) (ზატიკიდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): იგალობება „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი დღესასწაულისა: „დედანო ყურადიღეთ...“ (ზატიკიდან).

„დიდება“ ღირსისა: „ქებით აღესრულების...“

„აწ და“ დღესასწაულისა.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).

- ღირსისა - 3 მუხლი.

„დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო საწადელო“

„აწ და“ დღესასწაულისა: „შიშით მოვიდეს საფლავსა...“ (ჴმა II).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).

„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „ვითარცა ლამპარი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის კანონის VII გალობიდან - 4 მუხლი,

- ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - „შვენიერმან იოსებ...“

- „რაჟამს შთახედ საფლავად...“

- „მენელსაცხებლეთა დედათა...“

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - ღირსისა.

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა და ალილუია - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

განიცადე _ პასექისა და ღირსისა.

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვირდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ღირსისა).

ალილუია (ჴმა VIII): „გთნდა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“.

მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (ღირსისა).

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (ღირსისა).

ნაცვლად „ღირს არს-ისა, იგალობება ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...