უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელთმთავრისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

შენიშვნა: ორივე წმიდა მღვდელთმთავარია. საზიარო თვენში კითხვისას უნდა მოვიხსენიოთ ხან წმიდა მღვდელთმთავარი ეპიფანე, ხანაც წმიდა მღვდელთმთავარი გერმანე.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შაბათს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპრები: „რაჟამს შთახედ...“ და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-9.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება II ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად.

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა II) (ზატიკიდან).

- მღვდელთმთავარ ეპიფანესი - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლენი დედანი...“ (ჴმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „წარხდა სახე ჰსჯულთა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მღვდელთმთავარ გერმანესი: „უხორცოთა განწყობილსა...“

„აწ და“ დღესასწაულისა: „შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე...“ (ჴმა V).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).

„დიდება“ ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ 1-გზის (ჴმა II).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფალვად...“ (ჴმა II).

„დიდება“ ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (ზატიკიდან).

II კანონი – მღვდელთმთავარ ეპიფანესი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).

III კანონი – მღვდელთმთავარ გერმანესი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმთავრის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

- წარდგომა მღვდელთმთავართა: „საღმრთო ნათელი...“ (ჴმა III) (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ „აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: „მირონი სულნელებისა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელთმთავართა (ჴმა VIII) (ჟამნიდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): იგალობება „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მღვდელთმთავართა: „ებან სულისა წმიდისა...“

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დედანო ყურად-იღეთ...“ (ზატიკიდან).

_ „აქებდით უფალსა ცათაგან... - იკითხება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა II).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვიდეს საფლავსა...“ (ჴმა I).

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსაზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოითხოვა იოსებ…“ (ჴმა VI).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).

„დიდება“ ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და მამათა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და მამათა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

VI ჟამზე:

_ ტროპარები: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ და მამათა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:

- დღესასწაულის IX გალობიდან - 6 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - „შვენიერმან იოსებ...“

- „რაჟამს შთახედ საფლავად...“

- „მენელსაცხებლეთა დედათა...“

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- მამათა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - მამათა.

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა და ალილუია - დღესასწაულისა და მღვდელთმთავართა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელთმთავართა.

განიცადე _ პასექისა და მღვდელთმთავართა.

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვირდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“

წარდგომა (ჴმა IV): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი _ გულისხმისყოფასა.“ (მღვდელთმთავრისა).

ალილუია (ჴმა VIII): „გთნდა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“.

მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“.

ალილუია (ჴმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მსჯავრსა“ (მღვდელთმთავრისა).

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (მღვდელთმთავრისა).

ნაცვლად „ღირს არს-ისა, იგალობება ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...