უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - თვენიდან.

კვირის ციკლის აღესრულება - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: განრღვეულის კვირის „ღამისთევის“ მსახურება „სადიდებლიან“ (IVრანგი) მსახურებასთან შეერთებული.

შენიშვნა: საეკლესიო კალენდრის მიხედვით ღირსი მამის ექვთიმე ათონელის ხსენება „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებაა. თვენის მიხედვით ამ წმიდა მამის მსახურება სადღესასწაულო ხასიათისაა და არის ჩანაწერი: „უკეთუ ჰსთნდეს უპირატესსა, ჰყოფს ღამისთევასა“. ვფიქრობთ, ღირსი მამის ექვთიმე ათონელის ხსენება „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურებით უნდა განისაზღვროს.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

მღვდელი: ასამაღ.: „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“

გუნდი: ამინ. „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (ხმა III).

- განრღვეულისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (ხმა I).

- ღირსისა - 4 მუხლი (ზატიკიდან) (ხმა I).

„დიდება“ განრღვეულისა: „აღვიდა იესო...“ (ხმა V).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა...“ (ჴმა III).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო ღირსისა _ 3 (თვენის მითითებებით მოვიძიოთ).

_ „ლიტიასა ზედა დასდებელი: ტაძრისა;

დასდებელი ღირსისა: „იქმენ მამაო ნესტუ სულისა...“

„დიდება“ ღირსისა: „ექვთიმის მოსახელესა სიხარულისასა...“

„აწ და“ განრღვეულისა: „ცხოვართა მათ...“ (ჴმა V).

_ „სტიქარონსაზედა დასდებლები: აღდგომისა 1 მუხლი და პასექის მუხლები (თავის ჩასართავებით).

„დიდება“ განრღვეულისა: „სტოვასსა მას სოლომონისსა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ პასექისა: „აღდგომისა დღე არს...“ და ქრისტე აღდგა - 1-გზის.

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება III ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „იხარებდით ცანი და...“ 2-გზის (ჴმა III).

„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ხმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი (მე-19 კანონის - 134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსაღირსი მამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო (ზატიკიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა ღირსისა: წარდგომა შემდგომად პირველი სტიქოლოგიისა: „სამოთხისა საშვებელი...“; წარდგომა შემდგომად მე-2 სტიქოლოგიისა: „მარხვითა ხორცნი...“; „დიდება“ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: „მარხვითა და მოღუაწებითა...;

„აწ და“ - მისივე: „ვითარცა ტაბლასა სამეუფოსა...“.

_ ანტიფონები (ზატიკიდან).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი ჰსუფევს და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას“ (ჴმა III).

მუხლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. IV, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... - იგალობება - 3 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღსდგა რა იესო საფლავით...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

_ I კანონი - პასექისა (ღმრთისმშობლის მუხლებით) - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

_ II კანონი - ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (თვენიდან, 2 კანონი გვაქვს და 2-2 მუხლი წავიკითხოთ).

_ III კანონი - განრღვეულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).

_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს“.

_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა VIII).

- წარდგომა ღირსისა: „სიყრმით შენითგან...“ (ჴმა VIII).

„დიდება“ - წარდგომა განრღვეულისა: „სიტყვამან შენმან...“ (ჴმა IV).

„აწ და“ მისივე: „შვენიერებამან ქალწულებისა...“ (ჴმა VI).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი განრღვეულისა (ჴმა III).“

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ ვგალობთ IX გალობის ძლისპირს.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“ - თავის მუხლებით.

_ „განმანათლებელი პასექისა: „ხორცითა მიიძინე...“

„დიდება“ _ „განმანათლებელი“ ღირსისა: „აღმოსავალით აღმობრწყინდი...“

„აწ და“ _ „განმანათლებელი“ განრღვეულისა: „მოვიდა დღეს...“

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი.

- ღირსისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, „სტიქარონსა“-ზედა იძიე).

„დიდება“ განრღვეულისა: „უფალო განრღუეული...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“

_ „დიდებამაღალიანი” - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

I ჟამზე:

_ „დიდება“ „აწ და“ - გერი სახარებისა (ჴმა IV).

_ ტროპარი: აღდგომისა და ღირსისა

_ კონდაკი: განრღვეულისა.

 

III და VI ჟამებზე:

_ ტროპარი: აღდგომისა და ღირსისა.

_ კონდაკი: განრღვეულისა და ღირსისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).

- დღესასწაულის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ზატიკიდან).

- ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი (თვენიდან).

შესვლად:

ტროპრები: აღდგომისა და ღირსისა;

კონდაკები: განრღვეულისა;

„დიდება“ ღირსისა.

„აწ და“ პასექისა.

წარდგომა და ალილუია - განრღვეულის კვირისა და ღირსისა

სამოციქულო და სახარება - განრღვეულის კვირისა და ღირსისა.

განიცადე: პასექისა და ღირსისა.

წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ“.

მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ღირსისა).

ალილუია (ჴმა V): „წყალობათა შენთა უფალო უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლადმდე მიუთხობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა“.

მუხლი: „რამეთუ ჰსთქუ უკუნისამდე წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი“.

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (ღირსისა).

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (ღირსისა).

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...