საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა III) და ღირსისა.
_ კონდაკი: განრღვეულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა III)
- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ...“ (ჴმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ემბაზსა პროვატიკისასა...“ (ჴმა V).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელმან უხრწნელითა...“ (ჴმა I).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა III).
„დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“: („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა III) 2-გზის.
„დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“:(„დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“- „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „მმართებელად დიდად გამოუჩნდი...“ (ჴმა IV).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სიტყვამან შენმან...“ (ჴმა III).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა III) (ზატიკიდან).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოვიდა დღეს...“ (ზატიკიდან).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან..“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მკვდარი იყო დაუფვლელი...“ (ჴმა I).
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვიდა იესო...“ (ჴმა V).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1 გზის.
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა III).
„დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან უფალო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“: („დიდების” ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და მოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის VI გალობიდან - 6 მუხლი (ძლისპირით) თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: აღდგომისა.
- ტაძრისა (წმიდის ან ღვთისმშობლისა);
- მოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა);
„დიდება“ - მოწამისა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.
წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ“.
მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ჴმა V): „წყალობათა შენთა უფალო უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლადმდე მიუთხობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა“.
მუხლი: „რამეთუ ჰსთქუ უკუნისამდე წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი“.
ალილუია (ჴმა II): „მართალი, ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.