უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და მოწამისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I).

- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა V).

„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VI).

„აწ და“ დღესასწაულისა: „აღვიდა იესო იერუსალიმს...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „სტოვასა მას სოლომონისსა...“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა III).

„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება III ჴმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა III) 2-გზის.

„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - ღირსისა.

„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა III) (ზატიკიდან).

- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სიტყვამან შენმან...“ (ჴმა III).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (საზიარო) (ჴმა III).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდა კის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: „იწრო გზაი მოღვაწებისა...“

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვიდა დღეს მრავალმოწყალე...“.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან... - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა III) (იხ. „აღვივსენითსა ზედა” მუხლები).

- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა VI).

„დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო...“

„აწ და“ დღესასწაულისა: უფალო განრღვეული...“ (ჴმა VIII) (იხ. „აქებდითსა ზედას” „აწდას” მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა III).

„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და ღირსისა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის IX გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - აღდგომისა.

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - ღირსისა.

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა (ჴმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ გესავთ შენ“.

მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“

წარდგომა (ჴმა IV): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ჴმა IV): „წყალობათა შენთა უფალო უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლადმდე მიუთხობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა“ (განრღვეულის).

მუხლი: „რამეთუ ჰსთქუ უკუნისამდე წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი“.

ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა სარა ეშინოდის“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.