ერგასის განზოგება (განახევრება) - ერგასის შუა პერიოდი, აღდგომიდან 25-ე დღე
ერგასი - ძველ ქართულად 50-ს ნიშნავს.ქართული ლიტურგიკული ტრადიციით „ერგასი“ ეწოდება პერიოდს აღდგომიდან სულთ-მოფენობამდე. სახელწოდება ამ დღეების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.