საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ერგასის განზოგება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა III) და ღირსისა.
_ კონდაკები: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- განზოგებისა - 6 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 განზოგებისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: განზოგებისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ცისკარი ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“„აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - განზოგებისა.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - განზოგებისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - განზოგებისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: დღესასწაულისა.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „სიბრძნისა და ცხოვრებისა...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი: განზოგებისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ იგალობება დღესასწაულის IX გალობის ძლისპირი.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ განზოგებისა: „წყარო ცხოვრებისაო...“.
„დიდება“ და „აწდა“ განზოგებისა.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: განზოგებისა - 4 მუხლად.
„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა: „განვწმნდეთ ძმანო...“ (ჴმა IV).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: განზოგებისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- განზოგებისა III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარი: - განზოგებისა.
კონდაკი: - „დიდება“ „აწ და“ - განზოგებისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - განზოგებისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი, და გულისჴმისა მისისაჲ არა არს რიცხვი“;
მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“;
ალილუია (ჴმა VIII): „მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“;
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა“.
განიცადე: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა ჰგიეს და მე მის თანა თქუა უფალმან“;
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება ძლისპირი: „შობაჲ შენი უხრწნელ არს...“.