საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოციქულისა).
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის” (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: განზოგებისა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით” 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ოდეს მოხვედ ტაძრად...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „შუა-ზატიკისა ამის...“ (ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ანდრონიკე...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ანდრონიკე...“ (ჴმა III).
„აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - განზოგებისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (იხ. განზოგების I კანონი).
II კანონი - მოციქულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII დაIX ოდების (გალობების) შემდგომ მოციქულის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოციქულის: „ვარსკვლავსა ყოვლად-ბრწყინვალესა...“ (ჴმა III).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი: განზოგებისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ განზოგებისა: „წყაროო ცხოვრებისაო...“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან..“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: განზოგებისა - 4 მუხლი (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „უფალო პირველ პატიოსნისა...“ (ჴმა IV).
_ „დიდებამაღალიანი“- იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „დღესასწაულსა განზოგებისასა...“ (ჴმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1 გზის.
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო ანდრონიკე...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: განზოგებისა და მოციქულისა.
_ კონდაკი: განზოგებისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- განზოგების I კანონის VI გალობიდან - 6 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ტროპარები: - განზოგებისა.
- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).
- მოციქულისა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).
„დიდება“ - მოციქულისა.
„აწ და“ - განზოგებისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოციქულისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი“.
მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმერთსა ჩვენსა, ტკბილ- ეყავნ მას ქება“.
წარდგომა (ჴმა IV): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა II): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „რომელნი სჭამდეს ხორცსა ჩემსა, და ჰსმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა ჰგიეს, და მე მის თანა, ჰსთქვა უფალმან“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება ძლისპირი: „შობაჲ შენი უხრწნელ არს...“.