უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – საზიარო თვენიდან (უმჯობესია ვისარგებლოთ საზიარო თვენის მოწამის საკითხავებით მრავლობით რიცხვში, ვიდრე მოწამეთა საკითხავებით).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: რადგან ლიტურგისტები ზატიკის პერიოდში სადაგ დღესა და შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურების თავისებურებებს ნათლად არ წარმოაჩენენ, ქვემოთ წარმოდგენილი ტიპიკონი ერთგვარად სარეკომენდაციო ხასიათისაა.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი: განზოგებისა.

_ კონდაკი: განზოგებისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით” 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება V ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა V) (ზატიკიდან).

- მოწამეთა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ მოწამეთა: „გაქუთ თქუენ მდინარე...“ (საზიარო თვენიდან) (ჴმა II).

„აწ და“ დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისა აღდგომისა...“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: მოწამეთა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მოწამეთა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (საზიარო თვენიდან) (ჴმა I).

„აწ და“ დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა, პირველ...“ (ჴმა III).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:

ტროპარი მოწამეთა: „სჯული ქრისტესი მტკიცედ იპყართ და დაიმარხნეთ მცნებანი მისნი, ვიდრე სიკუდილადმდე თავის დადებითა, წმიდანო მოწამენო, დავით და ტარიჭან, ზეცისა მკვიდრნო, ანგელოზთა თანა მოხარულნო დაუსრულებელითა სიხარულითა, ევედრეთ ღმერთსა სულთა ჩუენთათვის“ (ჴმა IV).

„დიდება, აწ და“ ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“ (ჴმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“ 2-გზის (ჴმა VIII).

„დიდება“ ტროპარი მოწამეთა: „სჯული ქრისტესი..“ (ჴმა IV).

„აწ და“ ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“ (ჴმა VIII)

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა _ მოწამეთა (საზიარო თვენიდან).

„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა (ზატიკიდან).

შენიშვნა: ორივე სტიქოლოგიის შემდეგ „დიდება, აწ და“-ზე შეგვიძლია დღესასწაულის ერთიდაიგივე წარდგომის წაკითხვა, რომელიც მოცემულია II სტიქოლოგიის შემდეგ (იხ. მსგავსი მითითება А. Кашкин. Литургика часть 2. Постная и Цветная Триоди, Саратов 2017: გვ. 559).

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – დღესასწაულის II კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (ზატიკიდან).

II კანონი - მოწამეთა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).

_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს...“

_ უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ზატიკიდან).

- წარდგომა მოწამეთა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა...“ (საზიარო თვენიდან).

„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა დაჰსდეგ...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამეთა: „საუნჯე წარუპარველი და ნეტარება დაუსრულებელი მოიპოვეთ შეუორგულებელისა სიყუარულისათვის ღმრთისა, ყოვლადბრძენნო, დავით და ტარიჭან, წინაშე საყდრისა ღმრთისა წარდგომილნო, მოწამეობისა გვირგვინითა შემკობილნო, არა დასცხრეთ მარადის მეოხებად სულთა ჩუენთათვის“.

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა): „ღირს არსი“ არ იგალობება.

_ განმანათლებელი მოწამეთა: „რომელნი ღუაწლთა მიერ...“ - 2-გზის

„დიდება, აწ და“ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „წყაროო ცხოვრებისაო...“ (ზატიკიდან).

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ აქებდითსა ზედა დასდებლები: 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).

- მოწამეთა - 3 მუხლი.

„დიდება“ მოწამეთა: „რაჟამს იგი წინაშე საყდართა...“

„აწ და“ დღესასწაულისა: „პასექსა დღესასწაულისა...“ (ჴმა VIII, „აქებდითა-ზედა დასდებლების „აწდა).

_ დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მოწამეთა: „სჯული ქრისტესი...“ (ჴმა IV).

„დიდება, აწ და“ ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“ (ჴმა VIII)

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: განზოგებისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: მოწამეთა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და მოწამეთა.

_ კონდაკი: განზოგებისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- განზოგების II კანონის მე-4 გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოწამეთა კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - განზოგებისა.

- ტაძრისა (ღმრთისმშობლისა ან წმიდისა).

- მოწამეთა;

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ მოწამეთა.

„აწ და“ განზოგებისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - განზოგებისა და მოწამეთა

სამოციქულისა სახარება - განზოგებისა და მოწამეთა.

წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი“ (განზოგებისა).

მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ ღმრთისა ჩვენისა“.

წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.

ალილუია (ჴმა VIII): „მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, ჰქმნა ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა“.

ალილუია (ჴმა IV): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.“.

განიცადე: „რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა, იტყვის უფალი“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეთ მას“.

ნაცვლად „ღირს არს-ისა, იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...“.