უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (სადღესასწაულო _ ძვ. სტ. 14 იანვარი)

კვირის ციკლის - - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შაბათს „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მღვდელი ასამაღ.: „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“

_ გუნდი - ამინ. „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“ - 3 გზის.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- განზოგებისა - 4 მუხლი (ჴმა I) (ზატიკიდან, პირველი მუხლი 2-გზის).

- წმ. ნინოსი - 4 მუხლი (სადღესასწაულოდან);

„დიდება“ წმ. ნინოსი: „მოვედით ყოველნი მორწმუნეთა...“ (ჴმა II) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „ვინ არა განკვირდეს...“ (ხმა III).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო – წმ. ნინოსი - 3 ( მოციქულთა, საზიარო თვენიდან).

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმ. ნინოსი (შეგვიძლია ავიღოთ „უფალო ღაღადვჰყავსა“-ზედა ან „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებიდან რაც არ ამოვიკითხეთ ან მოციქულთა, საზიარო თვენიდან).

„დიდება“ წმ. ნინოსი, „აწ და“ განზოგებისა (შეგვიძლია ავიღოთ რომელიმე დასდებელი განზოგების დღესასწაულის (სამშაბათს მწუხრად) „უფალო ღაღადვჰყავსა“ ზედა ან „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებიდან).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: განზოგებისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ წმ. ნინოსი: „მადლთა ტაკუკნი...“ (ჴმა VIII) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ განზოგებისა: „დასდეგ შენ...“ (ხმა I) (ზატიკიდან).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV) _ 2-გზის.

- ტროპარი „ღმრთისმშობელო ქალწულო _ 1-გზის.. (იხ. Настольная книга т.1. Москва 1977: გვ. 114)

პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“ (ჴმა VIII) 2-გზის.

„დიდება“ ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - განზოგებისა (ზატიკიდან).

„დიდება“ „აწ და“- მისივე (ზატიკიდან, შემდგომად II სტიქოლოგიისა):

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ წმ. ნინოსი (მოციქულისა, ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ წმ. ნინოსი: „ყოველი ქუეყანა...“ (სადღესასწაულოდან, წარდგომა, ჴმა III), „დიდება“: „დედაო ქალაქო...“ (სადღესასწაულოდან, წარდგომა, ჴმა VIII), „აწ და“- განზოგებისა (ზატიკიდან, შემდგომად II სტიქოლოგიისა): „განზოგებასა დღესასწაულისაა ჰსჯულისაებრ...“

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ჴმა VIII).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: მთ. 34 დას. (შუათაგან), X, 1-8.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთასწორისა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მოვედით ყოველნი უგალობდეთ...“ (წარდგომაში წერია).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – განზოგების I კანონი - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (ზატიკიდან).

II კანონი – წმ. ნინოსი - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (სადღესასწაულოდან).

_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

კონდაკი და იკოსი განზოგებისა (ზატიკიდან).

- იპაკო წმ. ნინოსი: „მზეებრ დაუვალი...“ (სადღესასწაულოდან).

„დიდება“ „აწ და“ წარდგომა განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა დაჰსდეგ...“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- იპაკო და იკოსი წმ. ნინოსი (სადღესასწულოდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_„განმანათლებელი წმ. ნინოსი: „მოციქულო ქრისტეს ქადაგო...“ (სადღესასწაულოდან) – 2-გზის

„დიდება“: „მოციქულსა ქრისტესსა...“ (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ განზოგებისა: „წყაროო ცხოვრებისაო...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- განზოგებისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).

- წმ. ნინოსი - 3 მუხლი (ჴმა VIII) (სადღესასწაულოდან)

„დიდება“ წმ. ნინოსი: „დღეს ბანაკი წმიდა...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან).

„აწ და“ განზოგებისა: „განჰვსწმდეთ ძმანო...“ (ზატიკიდან, „აქებდითსა -ზედა“-ს „აწდას“ მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი წმ. ნინოსი: „სიტყვისა ღმრთისა...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და წმ. ნინოსი.

_ კონდაკი: განზოგებისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და წმ. ნინოსი.

_ კონდაკი: წმ. ნინოსი.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და წმ. ნინოსი.

_ კონდაკი: განზოგებისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- განზოგების I კანონის V გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- წმ. ნინოს კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - განზოგებისა;

- წმ. ნინოსი.

კონდაკები: - „დიდება“ - წმ. ნინოსი;

„აწ და“ - განზოგებისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - განზოგებისა და წმ. ნინოსი.

სამოციქულო და სახარება - განზოგებისა და წმ. ნინოსი.

წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი“ (განზოგებისა).

მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ ღმრთისა ჩვენისა“.

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ჴმა VIII): „მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან„ (განზოგებისა).

მუხლი - „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, ჰქმნა ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.

განიცადე: „რომელი სჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა, იტყვის უფალი“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ნაცვლად „ღირს არს-ისა, იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს ... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...“.