წლის ციკლის მსახურება აღესრულება – არ აღესრულება
კვირის ციკლისა - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: სამარიტელი კვირას „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურება.
IX ჟამი:
ტროპარები: განზოგებისა და მოციქულისა.
კონდაკი: მოციქულისა.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ მღვდელი ასამაღ.: „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“
_ გუნდი - ამინ. „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“ - 3 გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (ჴმა IV).
- აღმოსავლური - 1 მუხლი (ზატიკიდან);
- განზოგებისა - 3 მუხლი (ზატიკიდან, სამშაბათს მწუხრად) (ჴმა IV).
- სამარიტელისა - 3 მუხლი (ზატიკიდან).
„დიდება“ სამარიტელისა: „ჯურღმულსა ზედა...“ (ჴმა VI) (ზატიკიდან).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებელი: ტაძრისა;
„დიდება, აწ და“ სამარიტელისა: „იხარებდით ბრწყინვალედ...“ (ჴმა III).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომის 1 მუხლი და პასექის დასდებლები თავისი ჩასართავებით.
„დიდება“ სამარიტელისა: „ოდეს განცხადე...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ზატიკისა: „აღდგომისა დღე არს...“ („ქრისტე აღდგა...“ - 1-გზის, „აწდას“ შემადგენელი).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება, აწ და“ ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა წყურიელი...“
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ზატიკიდან).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ ღმერთო შემეწიენ ჩვენ და მიხსენ ჩვენ სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV).
მუხლი: „ღმერთო ყურთა ჩვენთა გვესმა ჩვენ და მამათ ჩვენთა გვითხრეს ჩვენ“.
_ საცისკრო სახარება: სახ. VII. ინ. 63 დას. XX, 1-10.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 3 გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი პასექისა (ღვთისმშობლის მუხლებით) - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი განზოგებისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, გადმოტანილია ოთხშაბათის ცისკრიდან დღესასწაულის II კანონი).
III კანონი სამარიტელისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).
_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს...“
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
კონდაკი და იკოსი განზოგებისა (ზატიკიდან, ოთხშაბათს ცისკრად).
- „დიდება“ წარდგომა სამარიტელისა: „იხარებდინ ცანი...“ (ჴმა IV).
„აწ და“ მისივე: „სიბრძნისა მომცემელო...“ (ჴმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი სამარიტელისა (ჴმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ ვგალობთ IX გალობის ძლისპირს.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ პასექისა: „ხორცითა მიიძინე...“
„დიდება“ სამარიტელისა: „სამარიად რა მოხვედ...“
„აწ და“ განზოგებისა: „რომელი ღუთაებრ...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად (ჴმა IV).
- აღდგომისა - 6 მუხლი (ზატიკიდან).
- სამარიტელისა - 2 მუხლი, თავისი ჩასართავებით.
„დიდება“ სამარიტელისა: „წყარო ცხოვრებისა...“ (ჴმა VI) (ზატიკიდან).
„აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი” - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
I ჟამზე:
„დიდება“ „აწ და“ - გერი სახარებისა.
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და განზოგებისაა.
_ კონდაკი: განზოგებისა.
III ჟამზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და განზოგებისა.
_ კონდაკი: სამარიტელისა.
VI ჟამზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და განზოგებისა.
_ კონდაკი: განზოგებისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- სამარიტელის მე-3 გალობიდან - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- განზოგების II კანონის (თვით მსახურებაში წერია, ანუ გადმოტანილია ოთხშაბათის ცისკრიდან) მე-6 გალობიდან - 4 მუხლი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - აღდგომისა;
- განზოგებისა.
კონდაკები: „დიდება“ - სამარიტელისა;
„აწ და“ - განზოგებისა.
წარდგომა და ალილუია - სამარიტელის კვირისა.
სამოციქულო და სახარება - სამარიტელის კვირისა.
განიცადე _ პასექისა და კვირისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა უგალობდით“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
ალილუია (ჴმა IV): „და გარდააცუ და წარემართე და ჰსუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“.
ნაცვლად „ღირს არს“-ისა, იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...“.