უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: განზოგებისა და მოც. სწორთა.

_ კონდაკი: მოც. სწორთა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- განზოგებისა - 3 მუხლი (ჴმა I).

- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV).

„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).

„აწ და“ განზოგებისა: „ოდეს მოხუედ ტაძრად...“ (ხმა II).

_ „სტიქარონსაზედა დასდებლები: განზოგებისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ განზოგებისა: „შუა-ზატიკისა ამის...“ (ჴმა III).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:

- ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“

- ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VIII ჴმაზე).

ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.

„დიდება“ მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).

„აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: მოწამისა.

„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - განზოგებისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი განზოგებისა (ჴმა IV).

- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო...“ (ჴმა I).

„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამისა (ჴმა VIII) (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელიმოწამისა: „რომელი ღვაწლთა მიერ...“.

„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა: „წყაროო ცხოვრებისაო...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- განზოგებისა - 3 მუხლი (ჴმა III) (იხ. „აღვივსენითსა ზედა“ დასდებლები).

- მოწამისა - 3 მუხლი (ჴმა IV).

„დიდება“ მოწამისა: „რაჟამს იგი წინაშე...“ (ჴმა II).

„აწ და“ განზოგებისა: „უფალო, პირველ ცხოველისა...“ (ჴმა IV) (იხ. „აქებდითსა ზედას“ „აწდას“ დასდებელი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“

- ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: განზოგებისა და მოწამისა.

_ კონდაკები: განზოგებისა და მოწამისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- განზოგების VIII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოწამისა III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - განზოგების.

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- მოწამისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - მოწამისა.

„აწ და“ - განზოგების.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - განზოგებისა და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.

წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი“.

მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმერთსა ჩვენსა, ტკბილ-ეყავნ მას ქება“.

წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

განიცადე: „რომელნი სჭამდეს ხორცსა ჩემსა, და ჰსმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა ჰგიეს, და მე მის თანა, ჰსთქვა უფალმან“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.