საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: განზოგებისა და მოციქულთა.
_ კონდაკი: მოციქულთა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა V).
„დიდება“ მისივე: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ჴმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მეექუსესა ჟამსა დღისასა...“ (ჴმა I).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ-გდუათ...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ჯურღმულსა ზედა იაკობისსა...“ (ჴმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წმიდის ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წმიდის ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: III, VI, VIII და IX გალობებს დაეფარება ღირსის კანონის ძლისპირები.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსისა (ჟამნიდან).
- წარდგომა მოც. სწორთა: „მოღუაწებისა ზეთითა...“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „იხარებდინ ცანი...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სამარიად რა მიხვედ...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა 4 მუხლად.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სიტყუა თანასწორი მამისა...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV)
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (წმიდის ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და ღირსისა.
_ კონდაკები: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის I გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - აღდომისა.
- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).
„დიდება“ - ღირსისა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა უგალობდით“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა IV): „და გარდააცუ და წარემართე და ჰსუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (ჴმა VII): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.