საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და ღირსისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა (სამარიტელისა).
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა (რიგზედ) - 3 მუხლი (ჴმა IV).
- ნათლისმცემელისა - 5 მუხლი (პირველი და მეორე დასდებელი 2-2-გზის, ჴმა VIII).
„დიდება“ ნათლისმცემელისა: „საუნჯე საღმრთოთა...“ (ჴმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ჯურღმულსა ზედა იაკობისსა...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო _ 3 (ძვ. სტ. 24 თებერვალს წერია).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ნათლისმცემელისა (თავისი ჩასართავებით, სადღესასწაულოდან).
„დიდება“ მისივე: „ვითარცა საღმრთოთა...“ (ჴმა III).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ესრეთ იტყვის უფალი...“ (ზატიკიდან, ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი აღდგომის: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ტროპარი ნათლისმცემელისა: „ვითარცა საღმრთო საუნჯე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღდგომის: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ ტროპარი ნათლისმცემელისა: „ვითარცა საღმრთო საუნჯე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – ნათლისმცემელისა (სადღესასწაულოდან).
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა (ზატიკიდან).
შენიშვნა: ორივე სტიქოლოგიის შემდეგ „დიდება, აწდა“-ზე შეგვიძლია დღესასწაულის ერთიდაიგივე წარდგომის წაკითხვა, რომელიც მოცემულია II სტიქოლოგიის შემდეგ: „ჯურღმულსა მას წყალსა...“
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ნათლისმცემელისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან, იხ. ნათლის-მცემლის თავისკვეთის „გადიდებსა“, ძვ. სტ. 20 აგვისტო).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ ნათლისმცემელისა: „იროდი უსჯულომან...“
„დიდება“: „ნათლისმცემელისა თავი...“ „აწ და“: „რომელმან შევ ღმერთი...“
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „მუნ აღმოუცენო რქა დავითს, და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა“ (ჴმა IV).
მუხლი: „მოიხსენე უფალო დავით, და ყოველი სიმშვიდე მისი“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 31 დას. VII, 17-30.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
დასდებელი შემდგომად 50-ე ფსალმუნისა - „რომელი პირველ იროდის...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის კანონი (იხ. სამარიტელის კვ. მსახურება, სამარიტელის კანონი) - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის)
II კანონი - ნათლისმცემელისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (იხ.სამარიტელის კვირის მსახურება), (ჴმა VIII).
- წარდგომა ნათლისმცემელისა: „მოგვეცა, ვითარცა ოქრო...“ (ჴმა IV) _ 2-გზის
„დიდება, აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა (იხ.სამარიტელის კვირის მსახურება): „იხარებდინ ცანი...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ნათლისმცემელისა (სადღესასწაულოდან, ჴმა VI).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ნათლისმცემელისა: „ვერ თავს-იდებდა გრძელ დაფარვად...“.
„დიდება“ - მისივე: „პოვნასა წინამორბედო...“.
„აწ და“ _ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა (იხ.სამარიტელის კვირის მსახურება): „სამარიად რა მოჰხვედ...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).
- ნათლისმცემელისა- 3 მუხლი (ჴმა IV) (სადღესასწაულოდან)
„დიდება“ ნათლისმცემელისა: „ყოვლადპატიოსანი თავი...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „წყარო ცხოვრებისა...“ (ზატიკიდან, „აქებდითსა -ზედა“-ს „აწდას“ მუხლი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი აღდგომის: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ ტროპარი ნათლისმცემელისა: „ვითარცა საღმრთო საუნჯე...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და ნათლისმცემელისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა (სამარიტელის კვირისა) და ნათლისმცემელისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა (სამარიტელის კვირისა) სამარიტელის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი;
- ნათლისმცემლის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) და „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
1. თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ნათლისმცემელისა.
კონდაკები: „დიდება“ - ნათლისმცემელისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა (სამარიტელის კვირისა).
2. თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- ნათლისმცემელისა.
კონდაკები: „დიდება“ - ნათლისმცემელისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა (სამარიტელის კვირისა).
3. თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ნათლისმცემელისა;
- ტაძრისა;
კონდაკები: - ნათლისმცემელისა;
„დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა (სამარიტელის კვირისა).
წარდგომა და ალილუია - დღესასწაულისა და ნათლისმცემელისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ნათლისმცემელისა.
განიცადე: პასექისა და ნათლისმცემელისა.
შენიშვნა: გამოყენებულია საღმრთო სამოციქულო, თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899წ.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით“.
მუხლი: „ყოველთა წრმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.
ალილუია (ჴმა IV): „და გარდააცუ და წარემართე და ჰსუფევდ ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ“.
ალილუია (ჴმა V): „ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა, და გულითა წრფელთა სიხარული“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.