საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოციქულთა).
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და ნათლისმცემელისა.
_ კონდაკი: ნათლისმცემელისა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად.
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I) (ზატიკიდან).
- მოციქულისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ დღესასწაულისა: „ჯურღმულსა ზედა იაკობისსა...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (IV ხმის): „რომელი იგი შენ მიერ...“.
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მოციქულისა: „ვითარცა მზისთუალმან...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „ოდეს განეცხადე...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი აღდგომის: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV)
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (IV ხმის): „რომელი საუკუნითგან...“.
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი აღდგომის: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV) _ 2-გზის.
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (IV ხმის): „რომელი საუკუნითგან...“.
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარში:
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (იხ.სამარიტელის კვირის მსახურება, სამარიტელის კანონი)
II კანონი – მოციქულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).
წმიდის სახელობის ტაძარში:
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (იხ.სამარიტელის კვირის მსახურება, სამარიტელის კანონი)
II კანონი – ტაძრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – მოციქულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოციქულის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოციქულის: „ვითარცა ვარსკულავსა...“.
- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“.
„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „იხარებდინ ცანი...“ (იხ. სამარიტელის კვირის მსახურება, შემდგომად III გალობისა).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (იხ. სამარიტელის კვირის მსახურება, შემდგომად VI გალობისა).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): იგალობება „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „მოწაფესა სიტყვისასა...“
„დიდება“ „აწდა“ დღესასწაულისა: „სამარიად რა მოჰხუედ...“ (იხ. სამარიტელის კვირის მსახურება).
_ „აქებდით უფალსა ცათაგან...“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „წყარო ცხოვრებისა...“ (ზატიკიდან, რიგზედ „აქებდითსა“-ზედას „აწ და“)
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ესრეთ იტყვის…“ (ჴმა VI).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი აღდგომის: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ (ჴმა IV)
ტროპარი მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო...“ (ჴმა III).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (IV ხმის): „რომელი საუკუნითგან...“.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და მოციქულისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის IX გალობიდან - 6 მუხლი, თავისი „დიდება, აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV);
- ტაძრისა (ღვთისმშობლის ან წმიდის);
- მოციქულისა.
კონდაკები: - ტაძრის წმიდისა;
„დიდება“ - მოციქულისა.
„აწ და“ - დღესასწაულისა (სამარიტელისა).
წარდგომა და ალილუია - დღესასწაულისა (სამარიტელის კვირისა) და მოციქულისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.
განიცადე - პასექისა და მოციქულისა.
წარდგომა (ჴმა III): „უგალობდით ღმერთსა ჩუენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ, ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
ალილუია (ჴმა IV): „და გარდააცუ და წარემართე და ჰსუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა“.
მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.
ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ...“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.