წლის ციკლის მსახურება აღესრულება – არ აღესრულება.
კვირის ციკლის აღესრულება - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: შობიდან ბრმის კვირის მსახურება.
დიდი მწუხრის ჟამი:
მღვდელი: ასამაღ.: „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“
გუნდი: ამინ. „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა V).
- აღმოსავლური – 4 მუხლი (ხმა V).
- ბრმისა - 3 მუხლი (ხმა V, პირველი მუხლი 2-გზის).
„დიდება“ ბრმისა: „უფალო წარრახვიდოდი...“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (V ხმისა): „ზღუასა მას ზედა...“
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა;
„დიდება“ ბრმისა: „ყოველივე ცხოვრება...“ (ხმა IV, ზატიკიდან)
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ (დიდების ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა 1 მუხლი და პასექის დასდებლები თავისი ჩასართავებით.
„დიდება“ ბრმისა: „მზეო სიმართლისაო...“ (ხმა VIII, ტრიოდიონიდან).
„აწ და“ ზატიკისა: „აღდგომისა დღე არს...“ („ქრისტე აღდგა...“ - 1-გზის, რომელიც „აწ და-ს“ მუხლს მიეკუთვნება).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „თანადაუსაბამოსა მას...“ 2-გზის (ხმა V).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“: „გიხაროდენ ბჭეო...“ (ხმა V).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ზატიკიდან).
_ წარდგომა (სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ ჰსუფევ უკუნისამდე“ (ხმა V).
მუხლი: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ საცისკრო სახარება: სახ. VIII, ინ. 64 დას. XX, 11-18.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება – 3-გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღსდგა რა იესო საფლავით...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
_ I კანონი - პასექისა (ღმრთისმშობლის მუხლებით) - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
_ II კანონი ბრმისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).
_ კატავასია: „მხსნელსა ჩვენსა ღმერთსა“ (ამაღლებისა).
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი პასექისა (აღდგომის მსახურებაში იძიე).
- წარდგომა ბრმისა: „ყოველთა მეუფე...“
„დიდება, აწ და“ – იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ბრმისა (ხმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ ვგალობთ დღესასწაულის IX გალობის ძლისპირს.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“ - თავის მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ პასექისა: „ხორცითა მიიძინე...“
„დიდება“ _ ბრმისა: „დაბნელებულნი თუალნი...“
„აწ და“ _ მისივე: „ვიდოდა რა მაცხოვარი...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი.
- აღმოსავლური - 3 მუხლი.
- ბრმისა - 1 მუხლი თავისი ჩასართავით.
„დიდება“ ბრმისა: „ვინმე იტყოდეს...“ (ხმა VIII).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
I ჟამზე:
_ „დიდება“ „აწ და“ - გერი სახარებისა (ხმა VIII).
_ ტროპარი: აღდგომისა (ხმა V).
_ კონდაკი: ბრმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V).
_ კონდაკი: ბრმისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- დღესასწაულის (ბრმის) კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარი: აღდგომისა (ხმა V).
კონდაკები: „დიდება“ ბრმისა;
„აწ და“ პასექისა: „დაღაცათუ ნებსით თვისით...“
წარდგომა და ალილუია - ბრმის კვირისა.
სამოციქულო და სახარება – ბრმის კვირისა.
განიცადე _ პასექისა და კვირისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა“.
მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ-არს სახელი მისი“.
ალილუია (ხმა VIII): „მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე“.
მუხლი: „სლუანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ...“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება პასექის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“