უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V) და ღირსისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „ქრისტე აღდგა მკვდრეთით 3გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა V).

- მოწამისა - 3 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ხმა II).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მზეო სიმართლისაო...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...” (ხმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელი წყალობით...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:

ტროპარი აღდგომისა: „თანადაუსაბამოსა მას...“ (ხმა V).

„დიდება“ მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება V ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „თანადაუსაბამოსა მას...“ 2-გზის (ხმა V).

„დიდება“ მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... 1-გზის (იკითხება).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამისა კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მოწამისა: „შრომითა მით შენითა...“ (ხმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ყოველთა მეუფე და...“ (ხმა I).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი დღესასწაულისა: „დაბნელებულნი თვალნი...“.

„დიდება“ „აწდა“ მისივე: „ვიდოდა რა მაცხოვარი...“.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან... - იკითხება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები დღესასწაულისა - 4 მუხლი (ხმა V).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვინმე იტყოდეს ძლიერებასა...“ (ხმა VIII).

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მზეო სიმართლისაო..“ (ხმა VIII).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის..

ტროპარი აღდგომისა: „თანადაუსაბამოსა მას...“ (ხმა V).

„დიდება“ მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი ჩვენთვის...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V) და მოწამისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:

- დღესასწაულის IX გალობიდან - 6 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა (წმიდის ან ღვთისმშობლის);

- მოწამისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდის);

„დიდება“ - მოწამისა.

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩვენსა“.

მუხლი: „განცხადებულ-არს ჰურიასტანს ღმერთი, და ისრაილსა ზედა დიდ არს სახელი მისი“.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.

ალილუია (ხმა VIII): „მოიხილე ჩემ ზედა, და შემიწყალე მე“.

მუხლი: „სლუანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უსჯულოება“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.