საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - არ აღესრულება.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V) და მოწამისა.
_ კონდაკი: ბრმისა.
მწუხრის ჟამი:
მღვდელი: _ წმინდა ტრაპეზი წინ 3-გზის მოიხრის ქედს და ხმამაღლა იტყვის ასამაღ.: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“
გუნდი: _ ამინ.
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
მღვდელი: _ მუხლი 1-ლი: „აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-2: „ვითარცა მოაკლდენ კვამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა“.

მღვდელი: _ მუხლი მე-3: „ესრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა, და მართალნი იხარებდენ“.

მღვდელი: _ მუხლი მე-4: „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“.

მღვდელი: _ „დიდება“

მღვდელი: _ „აწდა“

მღვდელი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“
გუნდი: _ „და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ „რიგითი კანონი“ - მე-9.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- ბრმისა - 6 მუხლი (ხმები II, IV, V და VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვინმე იტყოდეს ძლიერებათა...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პასექისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „აღდგომისა დღე არს...“ – „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი აღდგომისა: „თანა დაუსაბამოსა მას...“ (ხმა V).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ხმა V).
ცისკრის ჟამი:
მღვდელი: _ საცეცხლურით გამოსახავს ჯვარს წმიდა ტრაპეზის წინ და იტყვის ასამაღლებელს: „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“
გუნდი: _ ამინ.
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
მღვდელი: _ მუხლი 1-ლი: „აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-2: „ვითარცა მოაკლდენ კვამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-3: „ესრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა, და მართალნი იხარებდენ.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-4: „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ „დიდება“
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ „აწდა“
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“
გუნდი: _ „და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „თანა დაუსაბამოსა...“ (ხმა V) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ხმა V).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისსივე (იხ. შობიდან ბრმის კვირის ცისკრის წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა).
_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - ზატიკიდან: „მამისა დაუსაბამოსა და სულისა...“ (ხმა V).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - პასექისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ბრმისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წინადღესასწაულისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „მხსნელსა ჩვენსა ღმერთსა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ბრმისა (ხმა IV).
- წარდგომა ბრმისა: „თვალთა ნათელი მიჰმადლე...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწულისა: „იშევ ვითარცა ჯერ-გიჩნდა...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი პასექისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ ვგალობთ IX გალობის ძლისპირს.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ხორცითა მიიძინე...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ბრმისა: „დაბნელებულნი თვალნი სულისა...“ (ხმა I).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- ბრმისა - 4 მუხლი (იხ. სამშაბათი მწუხრის „ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები).
- აღდგომისა - 4 მუხლი (თავის ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „აღდგომისა დღე არს...“ და „ქრისტე აღდგა...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი აღდგომისა: „თანა დაუსაბამოსა მას...“ (ხმა V).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გიხაროდენ ბჭეო განუღებელო...“ (ხმა V).
ჟამებზე:
_ ტროპარი: აღდგომისა.
_ კონდაკი: ბრმისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
მღვდელი: _ ასამაღ: „კურთხეულ არს მეუფება...“ (გამოსახავს სახარებით ჯვარს წმ. ტრაპეზზე).
გუნდი: _ ამინ.
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
მღვდელი: _ მუხლი 1-ლი: „აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-2: „ვითარცა მოაკლდენ კვამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-3: „ესრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა, და მართალნი იხარებდენ“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ მუხლი მე-4: „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა“.
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ „დიდება“
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ „აწდა“
გუნდი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 1-გზის.
მღვდელი: _ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“
გუნდი: _ „და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- პასექის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარი: - აღდგომისა.
კონდაკები: „დიდება“ - ბრმისა.
„აწ და“ – „დაღაცათუ ნებსით თვისით...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - პასექისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან ვიხარებდით და ვიშვებდით ამას შინა“
მუხლი: „აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“.
ალილუია (ხმა IV): „შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი“.
მუხლი: „უფალმა ზეცით ქვეყანად გარდამოიხილა“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.