საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ამაღლება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი.
IX ჟამი:
_ ტროპარი: აღდგომისა.
_ კონდაკი: ბრმისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - არ აღესრულება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა - 10 მუხლი (ხმა VI).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მამულთა წიაღთაგან...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 დღესასწაულისა.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „უფალო საუკუნითგან...“
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდა ღმერთი...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ 3-გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“- იგივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „ზეცით ქუეყანათ...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“ (ხმა IV).
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
_ საცისკრო სახარება: მკ. 71 დას. XVI, 9-20.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „დღეს ძალნი ცათანი...“ (ხმა VI) (ზატიკიდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
_ კატავასია დღესასწაულისა: „საღმრთომან ნისლმან...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ივნე ვითარცა...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი დღესასწაულისა.
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ იგალობება „სადღესასწაულო ანტიფონები“
შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“. „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
ტროპარი: დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“.
კონდაკი: დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.
სამოციქულო და სახარება - დღესასწაულისა.
წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.
მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.
ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“.
ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“ იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.