უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: ღირსი მამები, გარეჯელნი, ლეკთაგან მოწყვეტილი მოწამეები არიან. მჯობესი იქნება სამოციქულო და სახარება ღირსთა მოწამეთა წავიკითხოთ:

რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 38 დას. X, 32-33, 37-38, XIX, 27-30.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - საზიარო თვენიდან (ღირსთა მოწამეთა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის III ქვეპერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ 3-გზის.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი _ არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა I, ზატიკიდან, რიგზედ).

- ღირსთა მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ ღირსთა მოწამეთა: „ნეტარ ხართ...“ (ხმა I).

„აწ და“ - დღესასწაულისა: „იშევ, ვითარცა ჯერ-გიჩნდა...“ (ხმა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დიდი: „ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა..“ (ხმა VII, იხ. ზატიკი, რიგზედ).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (ზატიკიდან, რიგზედ, თავისი ჩასართავებით).

შენიშვნა: შეგვიძლია „სტიქარონსა-ზედა დასდებლები ღირსთა მოწამეთა წავიკითხოთ.

„დიდება“ ღირსთა მოწამეთა: „გვირგვინი უოხჭნოი...“ (ხმა IV).

„აწ და“ - დღესასწაულისა: „მთათა შინა წმიდათასა...“ (ხმა VI, რიგზედ).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი ღირსთა მოწამეთა: „მეოტნი დიდებისაგან ამის სოფლისა, წარუვალითა დიდებითა შეიმკვენით ქრისტესგან და ლამპრად ბრწყინვალედ გამოუჩნდით სასუფეველისა მეძიებელთა, თანაზიარნო მოწამეთა ღუაწლისანო, ღირსნო მამანო, შიო, დავით, გაბრიელ და პავლე, მეოხებასა იღუწიდით მარადის სულთა ჩუენთათვის“ (ხმა IV).

„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

 

ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ ღირსთა მოწამეთა: „მეოტნი დიდებისაგან...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომა შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა: ღირსთა მოწამეთა (საზიარო თვენიდან).;

„დიდება, აწ და“ დღესასწაულისა (ზატიკიდან, რიგზედ).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – დღესასწაულის პირველი კანონიდან – 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, იხ. ამაღლების ცისკარი).

II კანონი – ღირსთა მოწამეთა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: დღესასწაულისა.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი – დღესასწაულისა (იხ. ამაღლების ცისკარი, შემდგომად VI გალობისა).

- წარდგომა ღირსთა მოწამეთა: „ქრისტეს მხედარ იქმნენით...“ (ხმა IV) _ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ წარდგომა დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა ზედა...“ (ხმა VIII, იხ. ამაღლების ცისკარი).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი – ღირსთა მოწამეთა: „მეუდაბნოებისა სახითა ძლიერად იღუაწეთ, ღირსნო მამანო, და შეუორგულებელი სიყვარული ქრისტესი აჩუენეთ მისთვის მოწამებისა თავს-დებითა, ამისთვისცა ვხმობთ თქუენდამი: გიხაროდენ, უდაბნოისა მნათობნო, წინამძღუარნო სარწმუნოებისა ჩვენისანო“.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელიღირსთა მოწამეთა: „ღირსთა მამათა დღეს...“ _ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რაჲ გხედვიდეს...“ (იხ. ამაღლების ცისკარი).

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები რიგზედ).

- ღირსთა მოწამეთა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ ღირსთა მოწამეთა: „ღირსნო მამანო...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო, ოდეს-იგი აჰმაღლდი ზეცად...“ (ხმა V, რიგზედ).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსთა მოწამეთა: „მეოტნი დიდებისაგან...“ (ხმა IV).

„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპრები: დღესასწაულისა და ღირსთა მოწამეთა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსთა მოწამეთა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა I კანონის I გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით)

- ღირსთა მოწამეთა III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“, „აწ და“ - თი.

შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩუენ ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია“.

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - დღესასწაულისა;

- ღირსთა მოწამეთა;

კონდაკები: „დიდება“ - ღირსთა მოწამეთა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- ღირსთა მოწამეთა;

კონდაკები: „დიდება“ - ღირსთა;

„აწ და“ - დღესასწაულისა;

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა

- ღირსთა მოწამეთა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსთა მოწამეთა;

„აწ და“ - დღესასწაულისა;

წარდგომა, ალილუია - დღესასწაულისა და ღირსთა მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსთა მოწამეთა.

განიცადე - დღესასწაულისა და ღირსთა მოწამეთა.

წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი“.

მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.

წარდგომა (ხმა III): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.

ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ჴმითა საყვირისაჲთა“.

მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა“.

ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ჴმითა საყვირისაჲთა“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აღუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.

„ღირს არს“-ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“.

ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“ იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.