საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელთმთავრისა)
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის III ქვეპერიოდში, შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსთა მოწამეთა.
_ კონდაკი: ღირსთა მოწამეთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV, ზატიკიდან, რიგზედ).
- მღვდელთმთავრისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ მღვდელთმთავრისა: „გიხაროდენ ღირსო მამაო...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს ძალნი...“ (ხმა VI) („დოგმატიკონი“ არ იგალობება).
_ საცეცხლურით შესვლა - არ აღესრულება.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით, იხ. ზატიკი, რიგზედ).
„დიდება“ მღვდელთმთავრისა: „უხორცოთა განწყობილსა...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მორაჰხუედ იესო...“ (ხმა VII, რიგზედ).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ ტროპარი მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა (იხ. ზატიკი, რიგზედ).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის მე-2 კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მღვდელთმთავრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მე-3, მე-6, მე-8 და მე-9 გალობის შემდეგ მღვდელთმთავრის კანონის ძლისპირი..
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მღვდელთმთავრისა: „ზეცით მოიღე...“ (ჟამნიდან) (ხმა IV).
- წარდგომა მღვდელთმთავრისა: „საღმრთოი ნათელი...“ - 2-გზის (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა...“ (ხმა VIII, იხ. ამაღლების ცისკარი, შემდგომად III გალობისა).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (იხ. ამაღლების ცისკარი, შემდგომად VI გალობისა).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა~.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მღვდელთმთავრისა: „ებან სულისა წმიდისა...“
„დიდება, აწ და“ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“ (იხ. ამაღლების ცისკარი).
_ „აქებდით უფალსა ცათაგან..“ - იკითხება, „აქებდითსა“ ზედა დასდებლების გარეშე.
_ „დიდებამაღალიანი“- იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით, რიგზედ).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ამაღლდი რა დიდებით...“ (ხმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ – 1-გზის.
ტროპარი მღვდელთმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპრები: დღესასწაულისა და მღვდელთმთავრისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
დღესასწაულის მე-2 კანონის III გალობიდან - 6 მუხლი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩუენ ძეო ღმრთისაო, ამაღლებულო დიდებით, მგალობელნი შენნი, ალილუია“.
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელთმთავრისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: „დიდება“ - მღვდელთმთავრისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- ტაძრის წმიდისა;
- მღვდელთმთავრისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მღვდელთმთავრისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია - დღესასწაულისა და მღვდელთმთავრისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და მღვდელთმთავრისა.
განიცადე – დღესასწაულისა და მღვდელთმთავრისა.
წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.
მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.
წარდგომა (ხმა I): „პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა“.
ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
ალილუია (ხმა II): „პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა“.
განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
შენიშვნა: „მცირე წმიდის“ მსახურებაზე წმიდის სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა არ ეგების, სამოციქულოში წმ. ნიკიფორეს განგებას არც უთითებს. ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ დღის სამოციქულო და სახარება წავიკითხოთ, შესაბამისად წარდგომა და ალილუია მხოლოდ დღესასწაულის ითქმის.
ნაცვლად „ღირს არს“-ისა, იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“
ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“ იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.