უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VI) და მამათა.

_ კონდაკი: მამათა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა VI) (ზატიკიდან).

- მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (ხმა II).

„დიდება“ მღვდელმთავრისა: „გიხაროდენ, ღირსო...“ (ხმა II).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მთათა შინა წმიდათასა...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „მოციქულთა მცნებისა...“ (ხმა III).

„აწ და“ მისივე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებით...“ (ხმა VI).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:

ტროპარი მამათა: „უფროსად დიდებულ ხარ...“ (ხმა VIII).

„დიდება“ მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ 2-გზის (ხმა IV).

„დიდება“ მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მღვდელმთავრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმთავრის კანონის ძლისპირი (საზიარო თვენიდან).

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მღვდელმთავრისა: „სარწმუნოება ქრისტესი...“ (ხმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნით, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მისივე: „საღმრთო ნათელი შეიწყნარე...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა...“ (ხმა IV).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ხმა VI).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მღვდელმთავრისა: „ჭირთა შინა...“ (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“ (ზატიკიდან).

_ „აქებდით უფალსა ცათაგან... - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მთასა მას...“ (ხმა II) (ზატიკიდან).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.

ტროპარი მღვდელმთავრისა: „კანონად სარწმუნოებისა...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:

_ დღესასწაულის II კანონის V გალობიდან - 6 მუხლი თავისი (ძლისპირით)

„დიდება“ „აწ და“ -თი.

შესვლად:

ა) მაცხოვრის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- მღვდელმთავრისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმთავრისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

ბ) ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მღვდელმთავრისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმთავრისა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

გ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მღვდელმთავრისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მღვდელმთავრისა.

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდელმთავრისა.

წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო, და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.

მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.

წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა“.

მუხლი: „სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა“.

ალილუია (ხმა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ“.

განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი... და IX გალობის ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“.

ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ... იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.