წმიდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრო, იპერექი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გორგიოსი, სელინიიოსი, ერინეოსი და პამბონე (IV) ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ისინი სასტიკად აწამეს. ცოცხალმკვდარი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. აქ მათ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და წყლულებისგან განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შიმშილისა და წყურვილისაგან დაუძლურებული წმიდანები საპყრობილეში აღესრულნენ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.