უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -საზიარო თვენიდან (მღვდლმოწამისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის (I რანგის) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდელმთავრისა.

_ კონდაკი: მღვდელმთავრისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-6.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).

- მღვდლმოწამისა - 3 მუხლი (ხმა II).

„დიდება“ მღვდლმოწამისა: „სამღვდელოითა კვართითა...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს მოხვედ...“ (ხმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მღვდლმოწამისა: „ყოველივე გონება შენი...“ (ხმა I).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ბუნება ადამისი...“ (ხმა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:

ტროპარი მღვდლმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ მღვდლმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ხმა IV).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მღვდლმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდლმოწამის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი მღვდლმოწამისა: „სათნოებითა და საღმრთოთა...“ (ხმა V).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა მღვდლმოწამისა: „დიდმან მღვდელმოწამემან...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწდა“ დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა...“ (ხმა VIII).

_ შემდგომად „ღაღადვყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VI).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელიმღვდლმოწამისა: „აზნაურებასა საღმრთოსა...“

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს წინაშე...“ (ხმა IV).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1 გზის.

ტროპარი მღვდლმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით, ქრისტე...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდლმოწამისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:

- დღესასწაულის I კანონის VI გალობიდან - 6 მუხლი (ძლისპირითა) და „დიდება“ „აწ და“ -თი.

შესვლად:

ა) მაცხოვრის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- მღვდლმოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდლმოწამისა;

„აწ და“ დღესასწაულისა.

ბ) ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მღვდლმოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდლმოწამისა;

„აწ და“ დღესასწაულისა.

გ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- მღვდლმოწამისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მღვდლმოწამისა;

„აწ და“ დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მღვდლმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მღვდლმოწამისა.

წარდგომა (ხმა VII): ამაღლდი ცათა შინა ღმერთო, და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.

მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.

წარდგომა (ხმა VII): „იქადოდიან წმინდანი დიდებითა და იახარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.

ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა“.

მუხლი: „სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა“.

ალილუია (ხმა II): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ“.

განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა, და უფალი ხმითა საყვირისათა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი... და IX გალობის ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“.

ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ... იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.