საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდელმოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3 გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- ღირსისა - 5 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ ღირსისა: „აღხედ კიბეთა...“ (ხმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით დღეს...“ (ხმა V).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - ღირსისა - 3.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო არა...“ (ხმა V) (სადღესასწაულოდან).
„აწ და“ დღესასწაულისა: „უფალო ოდეს იგი...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა
„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ღირსისა (სადღესასწაულოდან).
„დიდება” „აწ და“ დღესასწაულისა: „განსაკრთლომელ არს...“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ხმა IV).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის რომელ ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა ღირსისა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- “ღირსო მამაო ყოველსა...” (სადღესასწაულოდან).
_ “აცხოვნე ღმერთო ერი შენი...”
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: “მხსნელსა ჩვენსა ღმერთსა”.
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა”.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
- წარდგომა ღირსისა: “იჯმენ ქრისტესთვის...” 2-გზის.
“დიდება“ “აწ და“ დღესასწაულისა: “აღჰხედ ღრუბელთა ზედა...”
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ღირსისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი: ღირსისა: „გამოგვივლინე ნათელი...”.
„დიდება” „აწ და” დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...~.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა - 4 მუხლი (იხ. ზატიკი, “აღვივსენითსა” ზედა დასდებლები).
- ღირსისა - 4 მუხლი
„დიდება“ ღირსისა: “ხატ-კრძალულების სარკე...”.
„აწ და“ დღესასწაულისა: “მამულთა წიაღთაგან...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: “უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების~ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი~ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის VII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსისა III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - დღესასწაულისა
- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).
„დიდება“ - ღირსისა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.
მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.
წარდგომა (ხმა VII):: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“
ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
ალილუია (ხმა II): „ნეტარ არს კაცი რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.
განიცადე: “სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“.
ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“ იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.