უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3 გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).

- ღირსისა - 5 მუხლი (ხმა VI).

„დიდება“ ღირსისა: „ხატება და მსგავსება...“ (ხმა VI)

„აწ და“ დღესასწაულისა: „ამაღლდა ღმერთი...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღირსისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ ღირსისა: „კიბედ აღწევნილად...“ (ხმა V)

„აწ და“ დღესასწაულისა: „ანგელოზნი ბრძენთა...“ (ხმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

 

დიდი ცისკრი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).

„აწ და“ დღესასწაულისა „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა: ღირსისა.

„დიდება” „აწ და“ დღესასწაულისა: „ოდეს მორახვედ მთასა...“.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ხმა IV).

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთვის რომელ ესე მომაგო მე“.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა ღირსისა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „ღირსო მამაო ყოველსა...“.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე)

_ კატავასია: „მხსნელსა ჩვენსა ღმერთსა“.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

- წარდგომა ღირსისა: „იოანე ღმერთ-შემოსილისა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აღჰხედ ღრუბელთა ზედა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - ღირსისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: „მცნება მაცხოვრისა..“

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფენი რა გხედვიდეს...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ზატიკიდან).

- ღირსისა - 3 მუხლი

„დიდება“ ღირსისა: „განშორებულთა სიკეთე...“

„აწ და“ დღესასწაულისა: „რომელმან ხორცითა...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი დღესასწაულისა: „ამაღლდი დიდებით...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის VIII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსისა III გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - დღესასწაულისა

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - ღირსისა.

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა (ხმა VII): „ამაღლდი ცათა შინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა ზედა არს დიდება შენი“.

მუხლი: „განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა“.

წარდგომა (ხმა VII):: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“

ალილუია (ხმა II): „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.

მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.

ალილუია (ხმა II): „ნეტარ არს კაცი რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი... და IX გალობის ძლისპირი: „შევ ქალწულო მიუწვდომელი...“.

ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ... იგალობება - ტროპარი ამაღლებისა.