უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: ზატიკის მითითებით იკითხება: კორ. 163 დას. XV, 47-57. ინ. 21 დას. VI, 35-39. (ამ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ წაიკითხოს Богослужебные указания на 2024г. გვ. 481).

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: სულის შაბათი. მიცვალებულთა მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_„მოვედით თაყვანის ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა VI).

- მიცვალებულთა - 3 მუხლი.

„დიდება“ მიცვალებულთა: „ვჰგოდებ მწარედ...“ (ხმა VIII).

„აწ და“_ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“: „ვინ არა გნატრიდეს...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ ნაცვლად დღის წარდგომისა: იგალობება „ალილუია და მუხლები:

მუხლი: „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო“.

მუხლი: „და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: მიცვალებულთა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მიცვალებულთა: „დასაბამ და არსება...“ (ხმა VI).

„აწ და“ მისივე: „მეოხებითა მშობელისა...“

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ხმა VIII).

„დიდება“„აწ და“ მისივე: „შენ ხარ ზღუდე...“

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი - ს ნაცვლად იგალობება „ალილუია - 3-გზის (ხმა VIII) თავისი მუხლებით:

1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო“.

2. „და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.

3. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა“.

ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ხმა VIII) _ 2-გზის.

„დიდება“„აწ და“ მისივე: „შენ ხარ ზღუდე...“

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ I რიგითი კანონის შემდეგ აღესრულება - მცირე კვერექსი.

_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - ზატიკიდან (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“„აწ და“ - მისივე.

_ წაიკითხება მე-17კანონის I ნაწილი დავითნიდან დასაწყისის გარეშე („უფალო შევგვიწყალენ“ -3-გზის, „დიდება, აწ და“ არ ითქმის) (1-ლი ნაწილის ბოლო ორი მუხლი: „არათუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა...“ და „უკუნისამდე არა დავივიწყნე...“ - წაიკითხება 3-3-გზის).

ჩასართავი: „კურთხეულ-ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“.

_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).

შენიშვნა: მღვდლის ლოცვის „ღმერთო სულთაო...“-ს დროს იგალობება „უფალო შეგვიწყალენ“ _ 40-გზის.

_ წაიკითხება მე-17კანონის მე-2 ნაწილი დავითნიდან დასაწყისის გარეშე („უფალო შევგვიწყალენ“ -3-გზის, „დიდება, აწ და“ არ ითქმის) (მე-2 ნაწილის ბოლო ორი მუხლი: „ცხოვნდეს სული ჩემი...“ და „შევსცეთი მე ვითარცა...“ - წაიკითხება 3-3 გზის).

ჩასართავი: „მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე“.

_ შემდგომად მე-17 კანონისა, წაიკითხება ან იგალობება: „კურთხეულ ხარ შენ უფალო... და ტროპარები შემდგომად „ნეტარარიანისა: „კრებულმან წმიდათამან...“ (ზატიკიდან), რის დროსაც აღესრულება კმევა.

_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).

_ წაიკითხება წარდგომა: „განუსვენე მაცხოვარო ჩვენო...“ (ჴმა V).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „რომელი ქალწულისაგან...“ (ზატიკიდან).

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მიცვალებულთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).

კატავასია: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“

„უმცირესი – „უფალსა უგალობდით“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მიცვალებულთა: „ჩვენთვის დაითმინე...“ (ხმა V).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მსწრაფლი ფარუა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).

- კონდაკი და იკოსი მიცვალებულთა (ხმა VIII) (ზატიკიდან)

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი მიცვალებულთა: „ხსენება შესვენებულთა...“

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „სიტკბოებაო ანგელოზთაო...“

_ „ყოველი სული _ იგალობება.

შენიშვნა: ზატიკშიც და Богослужебные указания-ში (на 2024г.) წერია „ყოველი სული“. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა „ყოველი სული“ იგალობება, „დიდებამაღალიანი“ კი იკითხება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 4 მუხლად (ხმა VI).

„დიდება“ მისივე: „ვითარცა ყვავილი...“

„აწ და“ მისივე: „შენ ხარ ღმერთი ჩვენი...“

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებელნი: მიცვალებულთა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „მწუხარე იქმნა...“

„აწ და“ მისივე: „გამოსჩნდი შენ სავანედ...“

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1-გზის.

ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ხმა VIII).

„დიდება“„აწ და“ მისივე: „შენ ხარ ზღუდე...“

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: „რომელი სიღრმითა მით...“ (მიცვალებულთა).

_ კონდაკი: „წმიდათა თანა განუსვენე...“ (მიცვალებულთა).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მიცვალებულთა III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მიცვალებულთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ... წმიდათა შორის საკვირველო... ალილუია“.

ტროპარი: „რომელი სიღრმითა მით...“

კონდაკი: „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

„აწ და“ – „შენ ხარ ზღუდე...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - მიცვალებულთა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მიცვალებულთა.

წარდგომა (ხმა VI): „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა“.

მუხლი: „შენდამი უფალო აღვიღე სული ჩემი, ღმერთო ჩემო შენ გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.

ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო“.

მუხლი: „და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.

განიცადე: „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.

იგალობება „ღირს-არსი“.

ნაცვლად: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ... იგალობება – ტროპარი: „რომელი სიღრმითა მით...“.