უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: სულთმოფენობა. წმინდა სამების დღე.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- დღესასწაულისა - 10 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით ერნო...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - დღესასწაულისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „რაჟამს მოუვლინე...“

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „გოდლის მაშენებელთა...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ 3-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ 2-გზის (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „შემდგომად წმიდისა...“

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“ (ხმა IV).

მუხლი: „უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 65 დას. XX, 19-23.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... _ არ იგალობება.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მეუფეო ზეცათაო... (ხმა VI) (ზატიკიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – დღესასწაულის II კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია: „უფსკრულთა ზღვისათა...“ და „საღმრთომან ნისლმან...“

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა დღესასწაულისა: „სიხარულითა მაცხოვრისათა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ყოვლად დიდებულო...“ 2-გზის

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „წმიდა არს მამა...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 6 მუხლი.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მეუფეო ზეცათაო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი დღესასწაულისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ იგალობება „სადღესასწაულო ანტიფონები“.

შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“. „ამაღლდი უფალო ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა“.

ტროპარი: დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“.

კონდაკი: დღესასწაულისა.

„წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება: „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.

სამოციქულო და სახარება - დღესასწაულისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

ალილუია (ხმა I): „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“.

მუხლი: „ზეცით მოჰხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი “.

განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“.

„ღირს არს-ის ნაცვლად იგალობება ჩასართავი: „მოციქულთა რა იხილეს... და IX გალობის ძლისპირი: „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...

 

შენიშვნა: საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღესრულება IX ჟამი და დიდი მწუხრი.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მღვდელი: ასამაღლებელი - „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“

_ მედავითნე: ამინ. „მეუფეო ზეცათაო“ და შემდგომი დასაწყისი ლოცვებისა.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 6 მუხლი (იხ. „აქებდითსა ზედა“ დასდებლები) (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მეუფეო ზეცათაო...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დიდი: „ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი...“ (თავისი მუხლებით).

_ დიაკონი: „მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მღვდელი: წაიკითხავს I ლოცვას: „უხრწნელო, უბიწოო, დაუსაბამოო...“

_ დიაკონი: მრჩობლი კვერექსი.

_ დიაკონი: „მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მღვდელი: წაიკითხავს II ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე...“

_ მედავითნე: „და ღირს-მყვენ ჩვენ უფალო...“

_ დიაკონი: „მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მღვდელი: წაიკითხავს III ლოცვას: „დაუწყუედელად აღმომდინარეო...“

_ დიაკონი: თხოვნითი კვერექსი.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით ერნო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ - 1-გზის (ხმა VIII).

_ დიაკონი: სიბრძნით! და ჩამოლოცვა წესისამებრ.