უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: 1. აღდგომიდან მე-8 კვირას - სულთმოფენობას საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღესრულება IX ჟამი და დიდი მწუხრი მუხლდრეკის ლოცვებით.

2. მოც. ბართლომესა და ბარნაბას მსახურება გადაიტანება შემდეგ დღეს, 12 ივნისს.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ მცირე სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - -  არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: სულიწმიდის დღე.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ მღვდელი: ასამაღლებელი - „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“

_ მედავითნე: ამინ. „მეუფეო ზეცათაო“ და შემდგომი დასაწყისი ლოცვებისა.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 6 მუხლი (იხ. „აქებდითსა ზედა“ დასდებლები) (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მეუფეო ზეცათაო...“ (ხმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დიდი: „ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი...“ (თავისი მუხლებით).

_ დიაკონი: „მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მღვდელი: წაიკითხავს I ლოცვას: „უხრწნელო, უბიწოო, დაუსაბამოო...“

_ დიაკონი: მრჩობლი კვერექსი.

_ დიაკონი: „მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მღვდელი: წაიკითხავს II ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე...“

_ მედავითნე: „და ღირს-მყვენ ჩვენ უფალო...

_ დიაკონი: „მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მღვდელი: წაიკითხავს III ლოცვას: „დაუწყუედელად აღმომდინარეო...“

_ დიაკონი: თხოვნითი კვერექსი.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით ერნო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ - 1-გზის (ხმა VIII).

_ დიაკონი: სიბრძნით! და ჩამოლოცვა წესისამებრ.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“- იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია დღესასწაულისა: „საღმრთომან ნისლმან...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა დღესასწაულისა: „აწ ყოვლადწმიდა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ყოვლად დიდებულო...“ 2-გზის.

„დიდება“ ,,აწ და“ მისივე: „წმიდა არს მამა...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გოდლის მაშენებელთა...“ (ხმა VIII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი დღესასწაულისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი

„დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“. „ამაღლდი უფალო ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა“.

ტროპარი: დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“.

კონდაკი: დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია, განიცადე, სამოციქულო და სახარება - დღესასწაულისა.

წარდგომა (ხმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა ვჰყავ ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.

ალილუია (ხმა II): „მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უსჯულოებანი ჩემნი“.

მუხლი: „ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“.

განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „მოციქულთა რა იხილეს... და IX გალობის ძლისპირი: „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...“.