უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: მოც. ბართლომესა და ბარნაბას მსახურება იმსახურება დღევანდელ დღეს.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკრი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა I).

- მოც. ბართლომესი - 3 მუხლი (ხმა IV).

- მოც. ბარნაბასი - 2 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მოც. ბარნაბასი: „სადგურო წმიდისა...“ (ხმა VI).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მეერგასესა დღესა...“ (ხმა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - მოციქულთა (საზიარო თვენიდან).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მოც. ბარნაბასი: „მოციქულო მაცხოვრისაო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „განაახლენ მაცხოვარ...“ (ხმა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).

 

დიდი ცისკრი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII) 2-გზის.

„დიდება“ მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ხმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: მოციქულთა 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - დღესასწაულისა.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: მოციქულთა (საზიარო თვენიდან).

„დიდება” „აწ და“ დღესასწაულისა (იხ. წარდგომა შემდგომად I ან II სტიქოლოგიისა).

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვაი მათნი“ (ხმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მოვედით კრებულნო წესთა... (საზიარო თვენიდან).

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოც. ბართლომესი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოც. ბარნაბასი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია დღესასწაულისა: „საღმრთომან ნისლმან...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VIII).

- კონდაკი და იკოსი - მოც. ბარნაბასი.

- წარდგომა მოც. ბართლომესი: „სამჭედურითა სიტყვისათა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ მოც. ბარნაბასი: „სიტყვიერად გამოსჩნდი...“

„აწდა“ დღესასწაულისა: „სიხარულითა მაცხოვრისათა...“ (ხმა VIII).

_ შემდგომად „ღაღადვყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - ბართლომესი (ხმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მოციქულთა: „მოციქულთა ქრისტესთა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ყოვლად დიდებულო...“.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი „აღვივსენითსა ზედა დასდებლები).

- მოციქულთა - 3 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მოციქულთა: „სიბრძნემან ღმრთისამან...“ (ხმა V).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ყოვლისავე მომცემელ...“ (ხმა I).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოციქულთა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და მოციქულთა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მოც. ბართლომეს კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოც. ბარნაბას კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ -თი.

შესვლად:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა (ღმრთისმშობლისა ან წმიდისა);

- მოციქულთა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა);

- ბართლომესი;

„დიდება“ - ბარნაბასი;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა, განიცადე და ალილუია - დღესასწაულისა და მოციქულთა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულთა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (დღესასწაულისა და მოციქულთა ერთმანეთს ემთხვევა).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

ალილუია (ხმა I): „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“.

მუხლი: „ზეცით მოჰხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი“.

ალილუია (ხმა II) - „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.

განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა ზედა“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „მოციქულთა რა იხილეს... და IX გალობის ძლისპირი: „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...“.