საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მღვდელმოწამისა.
_ კონდაკები: მღვდელმოწამისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „გიხაროდენ ჭურო მადლთაო...“ (ხმა V).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ნუგეშინის მცემელად გაქუნდა...“ (ხმა VII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ სრულდება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „დიდებისა უოხჭნოისა...“ (ხმა I).
„აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს მოუვლინე სული...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ (ხმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: დაეფარება III, VI, VIII და IX გალობებს წმინდის ძლისპირი.
_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველ ღმრთისა გამოსჩნდი...“ (ხმა IV).
- წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწდა“ დღესასწაულისა: „სიხარულითა მაცხოვრისათა...“ (ხმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადვყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინასწარმეტყველისა: „ღმრთისა სიბრძნე...“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ყოვლად დიდებულო...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რაჟამს მოუვლინე სული...“ (ხმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის V გალობიდან - 6 მუხლი (ძლისპირით).
შესვლად:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა (ღმრთისმშობლისა ან წმიდისა);
- წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა);
„დიდება“ - წინასწარმეტყველისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, განიცადე და ალილუია - დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წინასწარმეტყველისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა VIII): „შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“.
ალილუია (ხმა I): „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“.
მუხლი: „ზეცით მოჰხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი“.
ალილუია (ხმა V): „მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“.
განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა ზედა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „მოციქულთა რა იხილეს...“ და IX გალობის ძლისპირი: „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...“.