საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა).
კვირის ციკლის - - - - - - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის III პერიოდში, სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-15.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV Ãმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა IV, რიგზედ).
- წინასწარმტყველისა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სამებასა წმიდასა...“ (ხმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ნუგეშინისმცემელად გვაქუნდა...“ (ხმა VII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა ამოს...“ (საზოგადო, ხმა II).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII) 2-გზის.
წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა ამოს...“ (ხმა II).
„აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა (ზატიკიდან, რიგზედ).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი – დღესასწაულის მე-2 კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, იხ. სულთმოფენობის ცისკარი).
II კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ წინასწარმეტყველის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი წინასწარმეტყველისა: „განწმედილ იქმენ...“ (ხმა VIII).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სიხარულითა მაცხოვრისათა..“ (ხმა VIII, იხ. სულთმოფენობის ცისკარი, შემდგომად III გალობისა).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა VIII, იხ. სულთმოფენობის ცისკარი, შემდგომად VI გალობისა).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწულისა: „ყოვლად დიდებულო სულო...“
„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „ნუგეშინისმცემელისა სულისა...“
„აწ და“ დღესასწაულისა: „წმიდა არს მამა დაუსაბამოო...“
_ „აქებდით უფალსა ცათაგან...“ - იკითხება, დასდებლების გარეშე.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით, ზატიკიდან, რიგზედ).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „რაჟამს მოუვლინე სული...“ (ხმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა ამოს...“ (საზოგადო, ხმა II).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ დღესასწაულისა 6 მუხლად: I კანონის VII გალობიდან (ძლისპირით) _ 3 მუხლი და II კანონის VIII გალობიდან - 3 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ... გვაცხოვნენ ჩუენ ნუგეშინისმცემელო სახიერო.... ალილუია“.
ა) მაცხოვრის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) წმიდის სახელობის ტაძრებში:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- წინასწარმეტყველისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - წინასწარმეტყველისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და წინასწარმეტყველისა.
წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისა“.
ალილუია (ხმა I): „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“.
მუხლი: „ზეცით მოჰხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი “.
ალილუია (ხმა I): „მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“.
განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა ზედა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
შენიშვნა: სამოციქულო წინასწარმეტყველი ამოსის საკითხავს არ უჩვენებს. თუ მხოლოდ დღის სამოციქულოს და სახარებას წავიკითხავთ, წარდგომა, ალილუია და განიცადე მხოლოდ დღესასწაულისა ითქმის.
„ღირს არს“-ის ნაცვლად იგალობება ჩასართავი: „მოციქულთა რა იხილეს...“ და ძლისპირი: „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...“.