უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - არ აღესრულება!

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და წინასწარმეტყველისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 6 მუხლი (ხმა I და II, იხ. სულთმოფენობის დღესასწაულის განგებაში, მწუხრად).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით ერნო...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გოდლის მაშენებელთა...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ (ხმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „კურთხეულ ხარ შენ...“ _ 2-გზის (ხმა VIII).

„დიდება“„აწ და“ იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“- იგივე.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი – დღესასწაულის I კანონი - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – დღესასწაულის II კანონი - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „საღმრთომან ნისლმან...“

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა~.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა დღესასწაულისა: „სიხარულითა მაცხოვრისათა...“ (ხმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ყოვლად დიდებულო...“ _ 2-გზის

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „წმიდა არს მამა...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 6 მუხლი.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მეუფეო ზეცათაო...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი დღესასწაულისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

დღესასწაულის ორივე კანონის IX გალობიდან - 8 მუხლი (I კანონიდან ძლისპირით), „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ... გვაცხოვნენ ჩუენ ნუგეშინისმცემელო სახიერო.... ალილუია“.

ტროპარი: დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“.

კონდაკი: დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

ალილუია (ხმა I): „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“.

მუხლი: „ზეცით მოჰხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი“.

განიცადე: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა ზედა“.

„ღირს არს“-ის ნაცვლად იგალობება ჩასართავი: „მოციქულთა რა იხილეს... და

IX გალობის ძლისპირი: „გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო...“.