უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და ყოველთა წმიდათა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება.

_ „უფალო, ღაღად-ვყავ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო, ღაღად-ვყავ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:

- ღირსისა - 6 მუხლი

„დიდება“ ღირსისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყუარებისათვის...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „რაიმე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I) (საზოგადო).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ხმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I) 2-გზის.

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ხმა I).

_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა.

„დიდება“, „აწ და“- მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა...~.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).

„დიდება“, „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა „სიწმინდითა სულისათა...“ (ხმა II) (საზოგადო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო...“ (ხმა VII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: „უდაბნოისა მოქალაქედ...“ (ხმა I).

„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ხმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

წარდგომა (ხმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ხმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.

მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.

ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.