1 ინ. 4: 12-19 (დას. 73, შუა)
12. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს. 13. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ. 14. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. 15. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. 16. და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. 17. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა. 18. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. 19. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ.
ინ. 19: 25-27; 21: 24-25 (დას. 61)
25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. 26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! 27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.
24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.