უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი

ღამისთევის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- მოციქულისა - 6 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ მისივე: „მზისა უმცხინვარესად...“ (ხმა VII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უაღრეს ბუნებათა...“ (ხმა VII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 მოციქულისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით)

„დიდება“ მისივე: „ვითარცა მზისთუალმან...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

ტროპარი მოციქულისა: „ნათესავად ქრისტესა...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ხმა I).

 

დიდი ცისკრი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).

ტროპარი მოციქულისა: „ნათესავად ქრისტესა...“ (ხმა I) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ხმა I).

_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მოციქულისა.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „საღმრთოთა სიტყვათა...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ცად პირმეტყველად...“

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი...“ (ხმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო...“

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა წმ. მოციქულისა იუდასითა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „შენ უფალო...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2 გზის).

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მოციქულისა: „პავლეს თანამზრახუელად...“ (ხმა II).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მოციქულისა: „შენ ვენახისა...“ (ხმა III).

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მოციქულისა - 4 მუხლად:

„დიდება“ მისივე: „საჭურველითა ჯვარისაითა...“ (ხმა IV)

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო... „ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მოციქულისა: „ნათესავად ქრისტესა...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „გაბრიელ გიღაღადა...“ (ხმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მოციქულის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მოციქულისა.

კონდაკები: „დიდება“ - მოციქულისა.

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- მოციქულისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მოციქულისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.

წარდგომა (Ãმა IV): „ყოველსა ქვუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“.

მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისათა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ყვაოდიან“.

ალილუია (ხმა IV): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენდა და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

განიცადე: „ყოველსა ქვუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.