საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
მეფეთა - 8 მუხლი (ხმა II).
„დიდება“ მეფეთა: „დასაბამ მოწამეთა...“ (ხმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმისა): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - მეფეთა (სადღესასწაულოდან ძვ. სტ. 9 მარტი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მეფეთა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მეფეთა: „ბრწყინვალისა ამის ტაბლისა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე: „ქალწული მარად...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მეფეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმისა): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მეფეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმისა): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მეფეთა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოწამეთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ მეფეთა.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“ (ხმა IV).
მუხლი: „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 36 დას. X, 16-22.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „შენ უფალო ძალთაო...“ (საზიარო თვენიდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - მოწ. მეფეთა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად.
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“- „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმ. არჩილისა (ხმა II).
- წარდგომა მეფეთა: „სიბრძნე მოიგე...“ 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წმ. ლუარსაბისა (ხმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მეფეთა: „ახოვანთა ჯვრითა...“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მეფეთა - 6 მუხლი:
„დიდება“ მისივე: „ეკლესიათა ყვავილი...“ (ხმა IV).
„აწ და“- მისივე: „ყოველთ-მექმისა მშობლად...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მეფეთა: „მოწამეთა შენთა...“ (ხმა IV).
„დიდება“„აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმისა): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მეფეთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მეფეთა კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) და „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა;
- მეფეთა.
კონდაკები: „დიდება“ - მეფეთა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა;
- მეფეთა.
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“ - მეფეთა;
„აწდა“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ხმა VIII).
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია: „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“ (ხმა I).
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“.
ალილუია (ხმა I): „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“.
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.