საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება – მღვდელმოწამის განგებიდან.
შენიშვნა: ჩვენს ხელთ არსებობს მღვდელმოწამე მიქაელის განგება, რომელიც ჰერეთის აწ გარდაცვლილი ეპისკოპოსის დიმიტრის (კაპანაძე) ლოცვა-კურთხევით, წმ. გიორგი მთაწმინდელის თვენზე დაყრდნობით შეადგინა ლიტურგიკის პედაგოგმა გიორგი მეტრეველმა. მისი მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით. თუ უპირატესს სურს, შესაძლებელია მაღალ რანგშიც აღსრულდეს.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი: მეფეთა.
_ კონდაკი: ლუარსაბისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-15.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- მღვდელმოწამისა - 6 მუხლი.
„სამღვდელოითა კუართითა განშუენებულო, ვითარცა რა ანგელოზი, მსახურებდ ღმერთსა, ხორცითა გამოჩინებულსა და შესწირევდ ხორცსა მისსა უსისხლოსა, მიქაელ, ვინაცა ვითარცა ცხოვარი შეიწირე მისსა და იქმენ შესაწირავ წმიდა და აჰხედ ზეცისა საკურთხეველსა, ვინაცა ხმითა სახარულევანითა გნატრით შენ, ნეტარო და სარწმუნოებით გიღაღადებთ მეოხებად ნუ დასცხრები ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა“.
„საღმრთოთა საწერტელთაგან განშუენებულო შენ სოფლითი სოფლად ჰრბიოდი, ღირსო, შეკრვად მძლავრისა მის უღმრთოისა და სვლათა შენთა წარმართებად, ხოლო მარსანად რა მიიწიე, მას შინა სრულ-ჰყავ საღმრთო სრბაი შენი და ქალაქსა მას ზეცათასა აჰხედ, ნეტარო, გვირგვინშემოსილო და წინაშე ღმრთისა აწ მდგომარე ხარ შენ კრებულისა თანა ზეცისა ძალთასა, მიქაელ მას ევედრე ცხოვრებად და განათლებად სულთა ჩუენთა“.
„მოუდრიკე თავი შენი ღმერთსა, რომელსა მოუდრეკენ ყოველნი მუხლთა შიშით, საკვირველო მოწამეო და წარგეკუეთა იგი და განეშორა გვამსა შენსა, ხოლო თავსა ყოველთასა ქრისტესა შეერთე უბიწოითა სვინიდისითა და სუფევ ნათლითა მისითა: შემსხმელთა შენთა, მიქაელ, გვითხოვე წყალობაი“.
„მიქაელ დიდებულო, მტერისა მძვინვარისა ღონენი დაარღვიენ მოღვაწებითა შენითა ძლიერითა და ქრისტეს მხსნელსა მსხვერპლად წმიდად და უბიწოდ შეიწირე და მის წინაშე სუფევ მარადის: მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათვის, რომელნი შენ პატივს-გცემთ“.
„შეწირულ იქმენ უფლისა, ვითარცა სიმდიდრე და ერჩდი ბრძანებათა მისთა, ღმრთივ-სანატრელო, და იღუწიდ უხუებით, მოწამეო, გლახაკთა და უღონოთა პატივად და მოიგე ღუაწლი წამებისაი გონიერად და საკვირველად“.
„რაჟამს-იგი მტერი სახელ-ხენეში ისწრაფდა მოპარვად გონებისა შენისა, მაშინ იზრახა მზაკვრობით შეპყრობაი შენი, ხოლო შენ თავს-ისხენ ტკივილნი ახოვნებით, უტკივართა სავანეთა მომატყვევებელნი და საუკუნეთა შუებათანი, ყოვლად ქებულო, და მკვიდრ იქმენ ქრისტეს თანა სასუფეველსა“.
„დიდება“ მღვდელმოწამისა (ხმა IV): „მიქაელ დიდებულო, მტერისა მძვინვარისა ღონენი დაარღვიენ მოღვაწებითა შენითა ძლიერითა და ქრისტეს მხსნელსა მსხუერპლად წმიდად და უბიწოდ შეიწირე და მის წინაშე სუფევ მარადის; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათვის, რომელნი შენ პატივს-გცემთ“.
„აწ და“ _ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი: „რომელი იგი შენ მიერ...“ (ხმა IV)
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: _ მღვდელმოწამისა თავისი ჩასართავებით და „დიდება, აწ და“ _ თი.
„ვითარცა-რა კრავი უმანკო კვლად მიიგვარე, მღვდელმოწამეო მიქაელ, არა ხმობდი, არცა ღაღადებდი, რამეთუ ბაძევდი შენ მოძღვარსა შენსა ქრისტეს. ამისთვისცა მოიღე დაუსრულებელი დიდებაი“.
ხმობდეს მართალნი და უფალმა ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
„შეწირულ იქმენ უფლისა, ვითარცა სიმდიდრე, და ერჩდი ბრძანებათა მისთა, ღმრთივსანატრელო, და იღუწიდ უხუებით, მღვდელმოწამეო მიქაელ, გლახაკთა და უღონოთა, პატივად მოიგე ღუაწლი წამებისაი გონიერად და საკვირველად“.
ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული.
„გვივის ჩუენ დღეს წინამძღუარი, მხნე მოწამე ქრისტესი მიქაელ, ხსენებასა მისსა შევამკობდეთ სიხარულით და უგალობდეთ მის თანა ქრისტესა ღმერთსა, რომელმან განაძლიერა იგი“.
„დიდება“
„სამღვდელო იგი კუართი შეღებე, ყოვლად ნეტარო მიქაელ, სისხლითა მეწამულითა და გამოსჩნდი მარტვილთა სიქადულად და მღვდელთა მშვენიერებად, ვინაიცა გაქუს შენ კადნიერებაი, ქრისტესა ევედრე ჩუენთვის დღეს, რომელნი სარწმუნოებით ვადიდებთ დღესასწაულსა შენსა“.
„აწ და“
„მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, ყოვლად უბიწოო, და დააცხვრნე ძვირთა აღდგომაი ჩუენ ზედა და ყოვლისა მწუხარებისაგან გვიხსნენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლო გუაქუ მტკიცედ და შეურყეველად სიმტკიცედ და შენსა შეწევნასა შევევედრებით: ნუცა სირცხვილეულ ვიქმნებით, დედოფალო, შენნი მვედრებელნი, ისწრაფე მეოხებად ჩუენდა, რომელნი სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, დედოფალო, ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცველო სულთა ჩუენთაო“.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მღვდელმოწამისა: „მოწამემან შენმან, წმიდაო მღვდელმოწამეო მიქაელ, დაბეჭდა ცხოვრება შენი, რომელი მოსცა უფალმან მაქებელთა შენთა, ვითარცა წერილი სამოციქულო, რათა ცხოვრებისა შენისა აღმომკითხველნი მობაძავ შენდა იქმნენ, ვითარცა შენ ქრისტესა“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“: „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: „მოწამემან შენმან...“ (ხმა IV) _ 2-გზის
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“: „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები _ მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - მღვდელმოწამისა.
წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა:
„სისხლთა ნაწუელითა შემკული და შუენიერებითა სათნოებისათა ბრწყინვალე და გვირგვინითა ძლევისათა ჰაეროვანი წარსდეგ წინაშე მეუფისა შენისა, ყოვლად უცვალებელსა მას სიხარულისა, რომლისა ზიარებად ღირს მყვენ შემსხმელნი შენნი, მიქაელ, ვითარცა რა მოწამემან დიდებულმან ქრისტეს ვნებათამან“.
„დიდება“ „აწ და“- იგივე.
წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა:
„ღირსო მამაო მიქაელ, დათხევამან სისხლთამან შეგითხზა გვირგვინი ბრწყინვალე და, ვითარცა ეტლითა, აღხედ სიმაღლესა მას ცათასა და წინაშე ღმრთისა იხარებ კრებულსა მას თანა მოწამეთასა, მოგვიხსენენ ჩუენცა შემსხმელნი შენნი, ღირსო და გვითხოვე დაცვაი განსაცდელთაგან მტერისათა უვნებელად“.
„დიდება“ „აწ და“- იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: რიგითი: „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობაი I. უგალობდითსა.
ძლისპირი: „წამისყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ და მას შინა განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა“.
„სიტყვანი უღმრთოთანი შეურაცხ-ყვენ, მხნეო მიქაელ, და მონად ქრისტეს ღმრთისა და მხედრად უძლეველად გამოაჩინე თავი შენი უბიწო და კადნიერად ჰქადაგე მეუფებაი მისი“.
„სდეგ და ქადაგებდ ქრისტესა უშჯულოთა წინაშე, ნეტარო მიქაელ, ხოლო შენ იხარებდ და წყლულებითა შენითა სწყლენ ეშმაკნი“.
„დიდება“ – „აღპყრობილ-ყავ გონებაი შენი ქრისტეს მიმართ და განპყრობილ რაი იყვნეს ხორცნი შენნი, არა იძლიე, არამედ მსგავსად კლდისა უძრავისა თავს-იდევ წარკვეთაი თავისაი“.
„აწ და“ – „აღემართა ყოველი კაცთა ბუნებაი შენ მიერ მამულისა მისგან წყევისა და დაცემისა, ღმრთისა დედაო წმიდაო, რომელმან გვიშევ მაცხოვარი დაბადებულთა“.
გალობაი III. განძლიერდასა.
ძლისპირი: „ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა“.
„სისხლთა შენთა მდინარემან უღმრთოებისა ცეცხლი და სახუმილი აღტეხილი დაშრიტეს, ნეტარო, ხოლო შენ აღმოგიცენეს ღუარი იგი უოხჭნოთა შუებათა“.
„სიტყვანი უღმრთოთანი შეურაცხ-ყვენ, მხნეო მიქაელ, და მონად ქრისტეს ღმრთისა და მხედრად უძლეველად გამოაჩინე თავი შენი უბიწოი და კადნიერად ჰქადაგე მეუფებაი მისი“.
„დიდება“ – „მოსთერძე ყანაი სულისა შენისაი და შჯული უფლისაი დასთესე სათნოდ მოღუაწებითა და ფრიად ნაყოფი სათნოებათაი შესწირე ღმრთისა პირად-პირადთა შრომათა მიერ“.
„აწ და“ – „შევ რაი ქუეყანასა ზედა არსებათა უაღრესი, ღმერთი უხრწნელი, დედოფალო, კაცთა ბუნებაი დაცემული მწარედ ზეცად აღიყვანე, ღირსო, კურთხეულ ხარ შენ, ქალწულო, მიზეზო ცხორებისა კაცთასაო“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „მხნეო მარტვილო, სილაღით მოქადული მტერი და ზვაობით დაბნელებული საღმრთოითა ძალითა მიწადმდე დაამდაბლე და დააკვეთე და იღუაწე კეთილად, ამისთვის პატივს-გცემთ შენ და წმიდასა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, მიქაელ, და შესხმით ესრეთ გიღაღადებთ: გიხაროდენ, სამოთხეო ცისა მის ცხოვრებისაო, ქრისტესა ევედრე გარდამოვლინებად სოფელსა ერთობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა“ (ხმაV).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
გალობაი IV. უფალო მესმასა.
ძლისპირი: „რაჟამს ესმა მოსვლაი შენი წინასწარმეტყველსა, ქრისტე, განკვირვებით ღაღად-ჰყო: მესმა მე სმენაი შენი, უფალო, რამეთუ მოხუედ ქუეყანად, რაითა აცხოვნე დღეს ცხებული შენი“.
„ხსნილმან სისხლითა ჯუარსა დამსჭვალულისა ღმრთისაითა, სისხლი შენი დასთხიე მისთვის, მიქაელ დიდებულო, და სიკუდილი მახვილითა მიითუალე, მხნეო, მარტვილთა სიქადულო, ნეტარო.“.
„უბიწომან მოქალაქეობამან შენმან და ღირსმან ცხოვრებამან და ღუაწლთა სარბიელმან მკვიდრად ღმრთისად გამოგაჩინა და თანამოქალაქედ ზეცისა მხედრობათა“.
„დიდება“ – „წყლულებათა სიკეთითა ფრიად შუენიერ იქმენ სულით და ხორცით, მიქაელ, და მადლობისა ხმასა გონებითა უბიწოითა შესწირევდი ღუაწლთა დამდებელსა“.
„აწ და“ – „გამოსჩნდი, ვითარ სამოთხე დასხმული ეკლესიასა შინა, ღმრთისა დედაო ყოვლად-წმიდაო, და ხე ცხოვრებისაი გვიშევ ჩუენ, საგალობელო, რომლისა ჭამითა უკუდავ ვიქმნენით“.
გალობაი V. ღამითგანსა.
ძლისპირი: „სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელი-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინასწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსვლაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხოვრებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ“.
„ვითარცა ვაზი ნაყოფიერი, დაგჭრეს უღმრთოთა, რამეთუ ვერ იტვირთეს მათ მადლთა შენთა საღმრთოთა საწადელი სიტკბოება“.
„სიკვდილი შენი იქმნა, ყოვლად-ქებულო, აღმყვანებელი ქუეყანით ზეცისა ტალავართა და ანგელოზთა თანა შემაერთებელ, რომელთა თანა გალობ ხმატკბილად და ხმობ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„დიდება“ – „ვერ ერეოდა სიმტკიცესა შენსა ლიქნაი უსჯულოთა მათ, არცა ძრწოდე თქუმათა მათთათვის, არამედ განხმობილი ღმრთისა მადლითა, ახოვნითა გონებითა იწამე შჯულიერად ღმრთივგონიერო“.
„აწ და“ „მოიკლა მძლავრებაი მწარისა სიკუდილისაი შობითა შენითა ჭეშმარიტად, დედოფალო, რამეთუ მომკვლელი სიკუდილისაი ქრისტე შენგან აღმოგვიბრწყინდა და ბრწყინვალებითა საღმრთოითა განდევნა ბნელი სიკუდილისაი შეძრწუნებული კაცთაგან“.
გალობაი VI. ღაღადყავსა.
ძლისპირი: „დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდვისათა შტავრდომილი და მიგდებული მხეცსა, სულთა მომსვრელსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა, დანთქმისაგან და სიკუდილისა მიხსენ ქრისტე“.
„წყლულებანი სულისა ჩემისანი განკურნენ, მიქაელ, და ვნებათა წყვდიადი არმური განაბნიე მადლთა შენთა ნათლითა და მეოხ მეყავ წინაშე ქრისტესა, მოწამეო“.
„განგეხუნეს შენ ბჭენი ცათანი და ბანაკმან წმიდათამან შეგიწყნარა შენ და გუნდმან მარტვილთამან, ნეტარო, და წესმან ზეცისა უხორცოთამან და მათ თანა სუფევ, ნეტარო მიქაელ, მოგუხედენ ჩუენ და გვითხოვე წყალობაი“.
„დიდება“ – „შემუსრე სიბოროტე მტერისაი თმენათა სიმტკიცითა და სიმხნისა მახვილითა წარკუეთე თავი მისი და გვირგვინნი ძლევისანი მიიხუენ, მიქაელ, უფლისაგან ღმრთისა ძალთაისა“.
„აწ და“ – „ძლიერებაი ჩემი და საგალობელი ჭეშმარიტად შენ ხარ, ჰოი, ღმრთისმშობელო, და შენდა მიმართ დამიძს სასოება ცხორებისა ჩემისა და შეწევნისა მიერ შენისა მტერთა ზედა ჩემთა განვრცნეს პირი ჩემი“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „საღმრთოსა ტვიფარსა აღუტეხელსა, წმიდასა მღვდელმოწამესა მიქაელსა, რომელსაცა მხართა ზედა თვისთა უპყრიეს ჯუარი ღმრთივსათნოისა მოწამებისა, ვითარცა ებგურსა ქრისტეანეთასა და შემწესა სახარულევანსა, შევვედროთ, მართლმორწმუნენო, სულთა ჩუენთა დიდი წყალობა“.
- იკოსი მღვდელმოწამისა: „სიჩჩოითა შენით საღმრთოითა სიტყვითა წვრთილო, შენ ცხოვრებისა შენისა მოწამებისა გვირგვინითა განმაშუენებელსა, ქებად შემოკრებილნი ესრეთ გიგალობთ: გიხაროდენ, ღმრთისამიერითა მით ახოვანებითა ჩუნებულო, წმიდაო მღვდელმოწამეო მიქაელ“.
გალობაი VII. კურთხეულარსა.
ძლისპირი: „სახმილავსა რა ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი ცეცხლი ცვარად გარდააქციეს და ძლევაშემოსილთა ესრეთ ღაღად-ჰყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე“.
„გული შენი დამტკიცებული კლდესა ზედა საღმრთოისა გულის-ხმისყოფისასა კუეთებისაგან განსაცდელთასა არა შეიძრა, ქრისტეს მოწამეო, არამედ ხმობდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„ქუეყანა წმიდა იქმნა დაფლვითა გუამისა შენისათა, მიქაელ, ხოლო მართალტა სულები განმხიარულდა უბიწოისა სულისა შენისა შორის მათსა შეწყნარებითა დღეს, რომელთა თანა მომიხსენენ ჩუენ მგალობელნი შენნი“.
„დიდება” – „ეჰა კეთილი იგი ვაჭრობაი შენი, რამეთუ მჭელოდენთა სისხლთა შენთა წილ ზეცათა სასუფეველი მოიყიდე ბრძენო, რომელსა შინა გალობ ბრწყინვალედ: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
„აწ და” – „გიხაროდენ მაღლისა განწმედილო საყოფელო, რამეთუ შენ მიერ მოგუეცა, ღმრთისმშობელო, სიხარული და ვიტყვით: კურთხეულ ხარ დედათა შორის, ყოვლად-წმიდაო ღმრთისა დედაო“.
გალობაი VIII. აკურთხევდითსა.
ძლისპირი: „შეუწველმან მაყვალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა, ენამძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„გიგალობს შენ ერი ქართველთა, სადა-იგი სხენან ნაწილნი შენნი და მსგავსად მდინარისა აღმოაცენებენ მადლთა და მხიარულ ჰყოფენ ყოველთა ჭირვეულთა“.
„მღვდელად და მოწამედ და მხედრად უძლეველად და სვეტად და სიმტკიცედ ქრისტეს მორწმუნეთა და უღმრთოებისა დამამხობელად გამოსჩნდი, მიქაელ დიდებულო, ღუაწლით შემოსილო“.
„ვაკუთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ –„კიბითა სისხლთა შენთათა აჰხედ დღეს მეუფისა შენისა, რომელმან ჯვარსა ზედა შენთვის დასთხია სისხლი თვისი დარაი-იკალ, ნეტარო, ბრწყინვალედ აღიმაღლე მისსა მიმართ და განერე ღონეთაგან ეშმაკთასა და ხმა-ჰყავ: აკურთხევდით ყრმანი და მღვდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე“.
„აწ და“ – „დასჯილ იყო კაცთა ბუნებაი პირველ შეცოდებითა მით გარდასვლისათა, არამედ პოვა შენ მიერ, ღმრთისმშობელო, კურთხევა საუკუნო და ღაღადებდეს ხმამაღლად: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობაი IX. ადიდებდითსა.
ძლისპირი: „მტვირთველმან გამოუცდელად უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაი, მოვედ უბიწოო ქალწულო ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა“.
„წამებისა სისხლთაგან ქსოვილითა სამკაულითა განშუენებულო, ვითარცა სიძე, განხუედ ხორცთაგან, ჰოი, მიქაელ, საღმრთოისა ბრწყინვალებისა ზიარყოფად განღმრთობილთა მათ ხორცთა ჯუარსა ზედა ვნებითა შემკულთა წყლულებითა და მის წინაშე სუფევ მარადის“.
„განსცვიფრდი სიკეთითა მეუფისაითა, რომელი უშუენიერეს არს ყოველთა, რომლისაგან შუებად გწადოდა სამარადისოდ და პირისპირ ხილვად მისდა, ამისთვისცა განძვინენ მძლავრნი მახვილითა წარკვეთად თავი შენი უბიწოი, ჰოი, მიქაელ ყოვლად ქებულო“.
„დიდება“ – „წინაისწარვე იცნობე შენ და წინაისწარ განიჩინე ღმრთისა მიერ მღვდელად ქრისტესა და ცხებულ იქმენ მადლითა სულისა წმიდისათა, მოწამეო, და სისხლითა მარტვილთაითა თავი შენი შესწირე სამებასა“.
„აწ და“ – „შობასა ქალწულად დაიცევ, ყოვლად-წმიდაო, ვითარცა პირველ შობისა, ღმრთისა დედაო, და კუალად შემდგომად შობისა, რამეთუ ბუნებათა საზღვარსა ზეშთა ექმენ, დედოფალო, ამისთვის გადიდებთ“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ არ ითქმის.
_ „განმანათლებელი“ მღვდელმოწამისა:. „შენ დაკლვაი ღმრთისა სიყვარულისათვის ჯერ-იჩინე, ვითარცა უმანკოი მსხუერპლი შეიწირე მისა, ამისთვისცა დღეს პატივს-ვსცემთ სახსენებელსა შენსა, ნეტარო მიქაელ, განვლე შენ დაულტოლველად უღმრთოებისა ზღუაი და ნავთსაყუდელსა შეხუედ სასუფეველსა ცათასა, და პოვე შენ მკვიდრობაი საუკუნო წარუვალი“
„დიდება, აწ და“ _ ღმრთისმშობლისა მისივე: „დედათა შორის წმიდაო ღმრთისმშობელო, დედაო უსძლოო, ევედრე, რომელი შევ, მეუფე და ღმერთი ჩუენი, რათა გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა კაცთმოყუარე არს“.
_ ყოველი სული.
_ „აქებდითსა“-ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა _ 4 მუხლი:
„სავსე სიხარულითა და საღმრთოითა ბრწყინვალებითა ხსენება შენი აღმობრწყინდა სოფელსა და ზამთარსა ვნებათასა განდევნის, ღირსო, და განანათლებს გულსა შემსხმელთა შენთასა, რომლისა აღმასრულებელთა გვითხოვე წყალობაი“ _ 2-გზის.
„მორევსა სისხლთა შენთასა დაანთქ მტერი უხილავი, ვითარცა ფარაო, ყოვლით გუნდითურთ მისით და შეხუედ ქვეყანად აღთქმისად, მოხარული სულითა და კეთილთა მათ შინა მისთა იშუებ ჭეშმარიტად, მიქაელ ნეტარო, ჰერელთა სიქადულო და ზეცისა ძალთა თანამოდასეო“ _ 2-გზის.
„დიდება“: „წინასწარვე იცნობე შენ და წინასწარ განიჩინე ღმრთისა მიერ მღვდელად ქრისტესა და ცხებულ იქმენ მადლითა სულისა წმიდისაითა, მოწამეო, და სისხლითა მარტვილთაითა თავი შენი შესწირე სამებასა“.
„აწ და“: შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (III ჟამის ღმრთისმშობლისა).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მღვდელმოწამისა: „მოწამემან შენმან...~ (Ãმა IV);
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“: „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი: მღვდელმოწამისა.
_ კონდაკი: მღვდელმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მღვდელმოწამის კანონის III და VI გალობიდან – 4-4 მუხლი (III გალობიდან ძლისპირით) „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: - „დიდება“ – მღვდელმოწამისა;
„აწ და“ – ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ – მღვდელმოწამისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - რიგისა და მღვდელმოწამისა.
წარდგომა (ხმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ხმა III): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.