უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (მოწამისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი: მღვდელმოწამისა.

_ კონდაკი: მღვდელმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:

- მოწამისა - 6 მუხლი (ხმა IV, საზიარო თვენიდან).

„დიდება“ მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე საშუებელისა...“ (ხმა II).

„აწ და“ დოგმატიკონი: „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა დასდებლებიდან _ 3, ჟამნის ჩასართავებით)

„დიდება“ მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან („სტიქარონსა“-ზედას „აწ და“).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

ტროპარი მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა: „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ხმა VIII).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ (ხმა IV)._ 2-გზის.

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი ტროპრის ხმის მიხედვით: „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

I კანონი - მოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).

II კანონი - ტაძრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი. (პარაკლიტონიდან).

_ „უმცირესი – „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „შემწე შეუწევნელთა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელმთავრისა: „ბრწყინვალეთა მათ...“ (ხმა IV) (ჟამნიდან).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი მოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“

„დიდება“ _ განმანათლებელი პარაკლიტონიდან,

„აწ და“ მისივე.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან... - იკითხება.

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონისა (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან, ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი მოწამისა: „ტარიგი შენი იესო...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „უმცირესთაგანი„კეთილ-არსზე ტროპრის ხმის მიხედვით: „შენ გადიდებთ...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: მოწამისა.

_ კონდაკი: მოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად: პარაკლიტონიდან.

შესვლად:

ა) მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: - ტაძრისა;

_ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“

_ მოწამისა.

კონდაკები: _ მოწამისა.

_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;

„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

ბ) წმიდის სახელობის ტაძრებში:

ტროპარები: _ შვიდეულის დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“

 _ მოწამისა.

კონდაკები: _ მოწამისა.

_ „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;

_ „აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - მოწამისა და დღისა.

სამოციქულო და სახარება – მოწამისა და რიგისა.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.

მუხლი: „შეისმინე ღმერთო, ხმისა ჩემისა, გევედრებოდე რაი შენდამი“.

წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშევებდით მართალნო და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და, ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს“.

ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.

შენიშვნა: სამოციქულო მოწამე აგრიპინას საკითხავს არ აჩვენებს. შესაძლებელია მხოლოდ დღის (რიგის) სამოციქულო წავიკითხოთ, შესაბამისად, წარდგომა, ალილუია და განიცადეც მხოლოდ დღისა ითქმის.