უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსთა მამათა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება VI რანგის დღესასწაულთან და „ღამისთევის (V რანგი) მსახურებასთან შეერთებული.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ- იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა I).

- ნათლისმცემლისა - 4 მუხლი.

- მამათა - 3 მუხლი.

„დიდება“ ნათლისმცემლისა: „დღეს წინამორბედ-იქმნების...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა...“ (ხმა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო _ ნათლისმცემელისა _ 2, მამათა _ 1.

_ „ლიტიასა ზედა დასდებლები: ნათლისმცემლისა და მამათა;

„დიდება“ ნათლისმცემლისა: „წინასწარმეტყველთა საზღვარსა...“ (ხმა V).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ ბჭე და პალატი...“ (ხმა V).

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ ნათლისმცემელისა: „დღეს შობასა...“ (ხმა VIII).

„აწ და“ მისივე: „ეჰა ბრწყინვალე...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო - 1-გზის.

- ტროპარი ნათლისმცემლისა: „წინასწარმეტყველო და წინამორბედო...“ (ხმა IV) 1-გზის.

- ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV, ყველიერის შაბათს იძიე) 1-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ (ხმა I). _ 1-გზის.

ტროპარი ნათლისმცემლისა: „წინასწარმეტყველო და წინამორბედო...“ (ხმა IV).

„დიდება“ ტროპარი მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ხმა IV)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსანათლისმცემლისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

„გადიდებსა მამათა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან) ასე აჩვენებს Богослужебные указания на 2024 год გვ. 337.

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ

_ იპაკო (ხმა I).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: ნათლისმცემელისა _ „აწ აღმოგვიცენდა ჩუენ...“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა, ღმრთისმშობლისას გარეშე); „უპირატეს ქრისტეს მოსვლისა...“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა); წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა, ღმრთისმშობლისას გარეშე _ მამათა. „დიდება წარდგომა შემდგომად სადიდებელისა _ ნათლისმცემელისა: „იხარებდინ უკუე მამა...“ (ხმა VIII) „აწ და“ მისივე: „გმადლობ შენ მარადის...“.

_ ანტიფონები (ხმა I).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ხმა I).

მუხლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. II, მკ. 70 დას. XVI, 1-8.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... („მცირე მიწყალე“).

- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ნათლისმცემლის I კანონი - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

II კანონი ნათლისმცემლის II კანონი - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი მამათა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი ნათლისმცემლისა (ხმა III).

- კონდაკი მამათა: „ვითარცა სარწმუნოებისა“ (ხმა VIII).

- წარდგომა ნათლისმცემელისა: „ხმა ზაქარიასი...“ (ხმა VIII) და „ვითარცა მზე ბრწყინვალე...“ (ხმა IV)

„დიდება“ მამათა: „მოღუაწეთა შენთა...“ (ხმა IV, საზიარო თვენიდან).

„აწ და“ მისივე: „რომელსა ქადაგებდეს...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა I).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (II).

_ „განმანათლებელი“ ნათლისმცემელისა: „წინამორბედისა დღეს...“ .

„დიდება“ „განმანათლებელი“ მამათა: „საწუთროისა განსვენებაი...“ .

„აწ და“ მისივე: „კიდობანსა ოქროსასა...“.

_ „ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა I).

- ნათლისმცემლისა - 3 მუხლი;

- მამათა - 2 მუხლი (ორი ჩასართავით „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებიდან)

„დიდება“ გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (II).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და ნათლისმცემლისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და მამათა.

_ კონდაკი: ნათლისმცემლისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და ნათლისმცემლისა.

_ კონდაკი: მამათა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი.

- ნათლისმცემლისა III გალობიდან - 4 მუხლი;

- მამათა VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- ნათლისმცემლისა;

- მამათა.

კონდაკები: - ნათლისმცემლისა;

„დიდება“ - მამათა;

„აწ და“ - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ნათლისმცემლისა;

- მამათა.

კონდაკები: - აღდგომისა;

- ნათლისმცემლისა;

„დიდება“ - მამათა.

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ნათლისმცემლისა;

- მამათა.

კონდაკები: - აღდგომისა.

- ნათლისმცემლისა;

„დიდება“ - მამათა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა და ალილუიააღდგომისა (ხმისა) და ნათლისმცემლისა.

სამოციქულო და სახარებადღისა (რიგისა), მამათა და ნათლისმცემლისა. (Богослужебные указания на 2024 год გვ. 539).

ალილუიაკვირისა და ნათლისმცემლისა.

წარდგომა (ხმა I): „იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ“.

მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.

წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.

ალილუია: „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქვეშე“.

მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე“.

ალილუია (ხმა I): „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაილისა, რამეთუ მოხედნა და ჰყო ხსნა ერისა თვისისა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.