საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსმოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა I) და წინამორბედისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- წინამორბედისა - 3 მუხლი (ხმა IV).
- ღირსმოწამისა - 3 მუხლი (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ წინამორბედისა: „ეჰა, ბრწყინვალე ხმაი...“ (ხმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“, „აწ და“ წინამორბედისა: „ელისაბედ მუცლად-იღო...“ (ხმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი წინამორბედისა: „წინასწარმეტყუელო და წინამორბედო...“ (ხმა IV).
„დიდება“ ღირსმოწამისა: „ტარიგი შენი...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინამორ.: „წინასწარმეტყუელო და წინამორბედო...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ ღირსმოწამისა: „ტარიგი შენი...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიხქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - წინამორბედისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსმოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსმოწამისა: „სიძეო ჩემო...“ (ხმა VI).
- წარდგომა წინამორბედისა: ,,ჴმაი ზაქარიასი...“ (ხმა VIII).
„დიდება“ ღირსმოწამისა: „მარხვითა და ლოცვითა...“ (ხმა VIII).
,,აწ და“ ღვთისმშობლისა: „ვითარცა ყოვლადუბიწო სძალი...“ (ხმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წინამორბედისა (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ წინამორბედისა: „წინამორბედისა დღეს...“.
„აწ და‘‘ ღვთისმშობლისა: „გუამოვანისა სიბრძნისა...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“, „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა...“.
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“.
„დიდება“ წინამორ.: „წინასწარმეტყუელთაგან წინასწარმეტყუელსა...“ (ხმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე: „შენ ზედა დაგვიძს ყოველი...“ (ხმა II).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
შემდგომად „წმიდაო ღმერთო...“-სი:
ტროპარი წინამორბედისა: „წინასწარმეტყუელო და წინამორბედო...“ (ხმა IV).
„დიდება“ ღირსმოწამისა: „ტარიგი შენი...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ვითარცა ყოველთა დაბადებულთა...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: წინამორბედია და ღირსმოწამისა.
_ კონდაკები: წინამორბედისა და ღირსმოწამისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- წინამორბედისა;
- ღირსმოწამისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- წინამორბედისა;
- ღირსმოწამისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსუენე...“;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- წინამორბედისა;
- ტაძრისა;
- ღირსმოწამისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- წინამორბედისა;
- ტაძრისა;
- ღირსმოწამისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსუენე...“;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსმოწამისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსმოწამისა.
წარდგომა (ხმა VIII): „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა“.
მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად“.
წარდგომა (ხმა IV): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა V): „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი“.
მუხლი: „რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებლსა სიწმიდისა მისისასა“.