წლის ციკლის მსახურება აღესრულება - „ტიხვინის“ ღმრთისმშობლის ხატს განგება არ გააჩნია, ამიტომ მსახურებას აღვასრულებთ „ყაზანის“ ღმრთისმშობლის ხატის საკითხავების მიხედვით.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი
ღამისთევის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: წინამორბედია და ღირსმოწამისა.
_ კონდაკი: ღირსმოწამისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3 გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები: ხატისა - 6 მუხლად (ხმა I):
„ანგელოსი წინამდგომი წარმოიგზავნა ხმობად ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა წიაღსა მისსა და ჩუენ ცოდვილნი, განმადიდებელნი გამოჩინებისა წმიდისა ხატისა მისისა და ღმრთეებრივისა ყრმისა მაცხოვარისა ქრისტესი, ლმობიერად ვგალობთ ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო; გიხაროდენ, ღმრთისა დედაო; გიხაროდენ, დედოფალო ზეცისა და ქუეყნისაო; გიხაროდენ, ბრწყინვალეო სამკაულო ზეციურისა და ქუეყნიერისა ეკლესიისაო; გიხაროდენ, ანგელოსთაგან პატივდებულო; გიხაროდენ, სერაფიმთაგან საგალობელო; გიხაროდენ, წინასწარმეტყველებისა აღსასრულო ბრწყინვალეო; გიხაროდენ, საქებელო მოციქულთაო; გიხაროდენ, მოწამეთაგან აღსარებულო; გიხაროდენ, გვირგვინო ღირსთაო; გიხაროდენ, მხიარულებაო მართალთაო; გიხაროდენ, სასოო ცოდვილთაო“ 2-გზის.
„მხედველმან მაღლით ზეციურისა სამყოფელისა შენითგან, ყოვლადუხრწნელო, სადაცა დიდებითა განისვენებ ძისა შენისა თანა, მწუხარებისამან მონათა შენთა ახლადნათელღებულსა ქალაქსა შინა, რამეთუ მრისხანებისათვის ღმრთისა შეურაცხყოფილ არს სარწმუნოება იგი ქრისტესი მიერ აგარიანთა, კეთილად ინება გამოჩინებაჲ სასწაულთა მიერ განდიდებულისა ხატისა შენისა და ქრისტეს-მოყვარე ერი განმტკიცებული მადლისა შენისა ნიშებითა სამართლად უგალობს ღმერთსა: ალილუია“ 2-გზის.
„ხატი შენი - ვარსკვლავი ღვთივმავალი გამოსჩნდა, ღვთისმშობელო, მამულისა ჩუენისა მომართ და შენთა სასწაულთა სხივთა მიერ განანათლე ყოველნი დანთქმულნი ზღვასა შინა ვნებათასა, ბნელი შეჭირვებისა და წყვდიადი ყოველთა უძლურებათა და მწუხარებათა განდევნა და ცხოვრებისა გზა წარუმართა სარწმუნოებით მოლტოლვილთა შენდა და მგალობელთა ღმრთისა მომართ: ალილუია“ 2-გზის.
„დიდება“ მისივე: „ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ყაზანისა და ჟამსა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი, მხურვალედ მგალობელნი შენდა. გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო სიწმიდისაო; გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო“ (ხმა VII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უაღრეს ბუნებათა...“ (ხმა VII).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღმრთისმშობლისა (იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ხატისა (თავისი ჩასართავებით).
„მწუხარებათა შინა მყოფთა ზეცად აღმოუწოდებ ყოველთა და ქუეყნიერთაცა არასადა დაუტევებ, ღმრთისმშობელო, წმიდითა შუამდგომლობითა შენითა - დედობრივისა კადნიერებისა მქონებელი ქრისტეს ღმრთისა მომართ ჩუენისა. მშვიდობითა განამტკიცე ცხოვრებაჲ მართლმადიდებელთა და მონათა შენთა სარგებელი ყოველი მოჰმადლენ მარადის, რათა გალობით გადიდებდეთ შენ“.
- „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
„ცხოვნებისა მნებებელმან მრავალთა ბოროტთა მწუხარებათა და სნეულებათა შინა მყოფთათვის, ხატი შენი საკვირველთმოქმედი მოგვანიჭე, ღმრთისმშობელო, რომლისა მიერ ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, განრღვეულნი აღედგინებიან, ეშმაკეულნი წყლულთაგან დაიხსნებიან, ქალაქნი და სახლნი ყოველნი განერებიან ცეცხლსა, რისთვისცა განმადიდებელნი ღმრთისანი, რომელმან ესევითარი წყალობანნი მოგუანიჭა ჩუენ, გულისმოდგინებითა ვხმობთ მისდა მომართ: ალილუია“.
- „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
„ზღუდე ხარ, ღმრთისმშობელო, ერისა ჩუენისა, მცუელი და განმადიდებელი ქალაქთა, მტერთა ზედა მართლმადიდებელისა მხედრობისა განმამტკიცებელი, რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ“.
„დიდება“ მისივე: „ვითარცა ლამპარსა ნათლისამტვირთველსა ვჭვრეტთ ხატსა შენსა პატიოსანსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: რამეთუ მადლისა შენისა ცეცხლი უნივთოჲ მიუღებიეს მას და მსგავსად ამისა ლამპართაცა ახალთა კუალად აღანთებს მზიარებელთათვის ძალისა მადლისათა და სასწაულითა განანათლებს ყოვლითა, რომელნი შედგომილ არიან გზასა მას ცხოვნებისასა და გიგალობენ“ (ხმა V).
„აწ და“ - ღვთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ ბჭე და პალატი...“ (ხმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ხატისა: „დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოს-ვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
დიდი ცისკარი:
_„ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ხატისა: „დღეს ვითარცა მზეჲ...“ (ხმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა:
„მართლმადიდებელმან ერმან, მნებებელმან რაჲთა აუარებდენ მოწყალებასა უფროსად-კურთხეულისა დედოფლისა ცისა და ქუეყანისა და ძალისაებრ მათისა მადლობასა შესწირვიდნენ ხსნისათვის ზედამოსლვათაგან უცხოტომელთასა, ტაძარი საკვირველი ყოვლადსასწაულთმოქმედისა ხატისა პატივად აღშენებული გამარჯუებისათვის მიუძღუანეს და მომხსენებელი მოწყალებათა ღმრთისმშობელისათა, რომელმან იხსნა ქალაქი ესე და მამული მათი, მარადის ბაგითა უგალობენ უფალსა მმადლობელნი ყოველნი: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა:
„ყოველთა ანგელოსთა ბუნებისა უზესთაეს გამოსჩნდი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ ღმერთი მუცლად იღე ხორცითა, დაუტევნელი ყოველთაგან დაიტიე წიაღსა შენსა, იტვირთე მკლავითა შენითა - ნებთა თვისთა ზედა მტვირთველი ყოვლისა სოფლისა, რისთვისცა ვითარცა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა გადიდებთ და შენდამი უგალობთ ღმერთსა: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა: „გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“.
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
„მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“ (ხმა IV).
მუხლი: „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
_ შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი:
„უცნაურ არს და საეჭველ ურწმუნოთათვის სმენად, თუ ვითარ ხატისაგან შენისა აღმოეცენებიან წყარონი მადლისანი და კეთისულნელებასა გამოიღებს სიმყრალეჲ პირუტყუთა. ხოლო ჩუენ, მორწმუნენიმ ვსასოებთ სიტყუათა შენთა, რომელნი ბრძანენ, დედოფალო, პირველდაწერილისა ხატისა შენისა მომართ: „შენთან არს მადლი და ძალა ჩემი“, რამეთუ ამას ხატსაცა ზედა მადლი შენი დავანებულ არს მარადის, რისთვისცა ღმრთისმოსაობითა წარდგომილნი წინაშე მისსა, თაყვანის ვსცემთ მას, შეუვრდებით მას, ვითარცა თვით შენ, რამეთუ პატივი პირველსახისა გარდამოევლინების ხატთა ზედა და მადლიცა შენი ხატისა ამის მიერ იქმს ნიშთა და სასწაულთა ყოველთა მომართ, რომელნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი უგალობენ ღმერთსა: ალილუია“.
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2გზის).
II კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ და „ქვეყანასა მწყურნებსა...“).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომა ღვთისმშობელისა: „მგალობელნი სასწაულთა მათ შენთანი, რომელნი ჰქმენ უწინდელსაცა და ამას ჟამსაცა, გაქებთ შენ, ვითარცა ცხოველისმყოფელსა წყაროსა მადლისასა, ვითარცა სასწაულთა დაუშრეტელსა მდინარესა, ვითარცა მოწყალებისა და უხუებისა უფსკრულსა და ყოველსა ღმრთისამიერსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა ამასცა და მომავალსა მას ცხოვრებასა შინა და განმადიდებელნი გიგალობთ შენ“.
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ღმრთისმშობლისა:
- კონდაკი: „ყოველთა ტომთაგან გამორჩეულო, შუამდგომელო ქრისტიანეთა ერისაო, მადლისა შენისა საფარველითა დაიფარე მართლმადიდებელი მამული ჩუენი, გალობასა სამადლობელსა მოგიძღუანებთ შენ, ღმრთისმშობელო, გამოჩინებისათვის სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა. მეოხ გვეყავ ჩუენ ყოველთა, შენდა მომართ მოლტოლვილთა - ვითარცა ყოვლად მოწყალე და შემწე ყოველსა ჟამსა მწუხარებათა და ჭირთა, განსაცდელთა და ზედამოსლვათა, რაჲთა ვხმობდეთ შენდა: გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო“.
- იკოსი: „მწუხარებათა შინა მყოფთა ზეცად აღმოუწოდებ ყოველთა და ქუეყნიერთაცა არასადა დაუტევებ ღვთისმშობელო, წმიდითა შუამდგომლობითა შენითა დედობრივისა კადნიერებისა მქონებელი ქრისტეს ღმრთისა მიმართ ჩვენისა, მშვიდობით განამტკიცე ცხორება მართლმადიდებელთა და მონათა შენთა სარგებელი ყოველი მოჰმადლენ მარადის, რათა გალობით გადიდებდეთ შენ“.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
- „განმანათლებელი“ ღმრთისმშობლისა: „ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაოშეიწირე კნინი ესე ვედრებაჲ ჩუენი და დიდითა წყალობითა შენითა და უხუებითა უფსკრულთა შენთა მიერ ნუ მოიხსენებ სიმრავლესა ცოდვათა შუენთასა, არამედ კეთილად აღგვისრულენ ვედრებანი ჩუენნი, მოგვანიჭე ჩუენ სიმრთელეჲ ხორცთა და ცხოვნებაჲ სულთა, გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან და მწუხარებათა ყოველთა და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამოგვაჩინენ ყოველნი სამართლად მგალობელნი ღმრთისა მომართ: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ხატისა - 4 მუხლად:
- „მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“.
- „ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ტიხვინისა და ჟამსა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი“.
- „ქალაქსა რუსეთისასა, ღმრთისმშობელო, სახიერი ოდიგიტრია, ჭეშმარიტად გამოუჩნდი, ვითარცა ოდესმე ცარგრადსა: მოილტვის შენდა ერი, რომელი დასაბამად ყოვლისა საქმისა და მოგზაურობისა შეწევნასა გევედრები და მოგიძღუანებს გალობასა სამადლობელსა წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა, დახსნისათვის ყოველთა მწუხარებათა და ზედამოსლვათაგან და შენ, ვითარცა შემწესა და მეოხსა მტკიცესა გხედვენ. რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ“.
- „გალობასა საქებელსა და სამადლობელსა შესწირვენ შენდა, დედოფალო, ყოველნი შევრდომილნი ხატსა შენსა და მისდა მომართ პატივითა თაყვანისმცემელნი ქალწულთა დასნი, ქუეშე ყოვლისამპყრობელისა საფარველისა შენისა, მყუდროსა და მშვიდობითსა მონაზვნურსა ცხოვრებასა მიემთხვევიან და ყოვლითა სასოებითა შენდა მონდობილნი სიხარულითა უგალობენ ღმერთსა: ალილუია“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ვითარცა ლამპარსა ნათლისამტვირთველსა ვჭვრეტთ ხატსა შენსა პატიოსანსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: რამეთუ მადლისა შენისა ცეცხლი უნივთოჲ მიუღებიეს მას და მსგავსად ამისა ლამპართაცა ახალთა კუალად აღანთებს მზიარებელთათვის ძალისა მადლისათა და სასწაულითა განანათლებს ყოვლითა, რომელნი შედგომილ არიან გზასა მას ცხოვნებისასა და გიგალობენ“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ხატისა: „დღეს ვითარცა მზეჲ...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ხატისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღმრთისმშობლის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ხატისა.
კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა.
„აწ და“ - ხატისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარი: - ხატისა;
კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ - ხატისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ხატისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ხატისა.
წარდგომა (ხმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მუხლი: „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „სასუმელი ცხორებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.